Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება – ცნობილია ვინ მიიღებს 500 ლარიან დახმარებას

May 11, 2021
საქართველოს ბანკი სესხებს სამი თვით გადაავადებს

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომის მონაწილეებზე 1000 ლარიან, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე კი 500-ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემდა. საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ან უგზო-კვლოდ დაკარგული წინაპარი. ამიტომ მოლოდინი ძალიან ბევრს გაუჩნდა.
მოქალაქეთა ნაწილმა ჩათვალა, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ან უგზო-იკვლოდ დაკარგულთა ყველა ოჯახის წევრი მიიღებდა ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 500 ლარის ოდენობით. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, ბოლო რამდენიმე დღეა მათთან უამრავი ადამიანი რეკავს და თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოლოდინი აქვთ.
კონკრეტულად, ვინ მიიღებს მთავრობისგან ერთჯერად სოციალურ დახმარებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან გვპასუხობენ:

“საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 ვეტერანი გვყავს. თითოეული მათგანი რეგისტრირებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ. რაც შეეხებათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, კონკრეტულად, მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ასევე რეგისტრირებულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 500 ლარს მიიღებენ. უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება, ეკუთვნით თუ არა მათ აღნიშნული დახმარება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 500 ლარი ჩაერიცხება მეორე მსოფლიო ომში დაღულულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ცოლს ან შშმ შვილს, რომლებიც ბაზაში არიან აღრიცხულნი და რომელთა მონაცემები და სიები სამსახურმა მთავრობას პირველ მაისამდე გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბაზების განახლება სულ მიმდინარეობს.” – გვითხრეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, 1941-1945 მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge