უცხოური მედიის ცნობით, ტეხასში წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 24 ადამიანი.
როგორც Reuters-ი იუწყება, პარასკევ საღამოს მონაცემებით, სულ მცირე, 237 ადამიანი გადაარჩინეს ან ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის 167 ვერტმფრენის საშუალებით.
დაკარგულთა საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა შერიფის ინფორმაციით, მათგან 23-დან 25-მდე გოგონა იყო, რომლებიც მდინარის პირას მდებარე ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.