Bild-ის ცნობით, „ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ჭორები ვრცელდება, ის შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა.“
როგორც აღნიშნული მედია იუწყება, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ვიდეომიმართვით. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი, როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება.
არსებული ცნობებით, 13 ივნისს, როცა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო, ხამენეი მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდა.