მსახიობი ზურა ანთელავა, „კვაზი“ , ყველასთვის საყვარელი ადამიანია. მან საყოველთაო პოპულარობა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” თამაშის შემდეგ მოიპოვა. სამწუხაროდ, მას რთული და სევდიანი ბავშვობა ჰქონია, რის შესახებაც მაყურებელმა აქამდე არ იცოდა. ზურა ანთელევამ ამის შესახებ ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.
„სამწუხაროდ, მშობლების როლი არ არის ჩემს ცხოვრებაში. წლის და ოთხი თვის ვიყავი, როცა მამიდამ წამომიყვანა თბილისში და მან გამზარდა. მე რომ გავჩნდი, ოთხი თვის შემდეგ დედას მენინგიტი დაემართა, გადარჩა, მაგრამ დაინვალიდდა.
წლების შემდეგ ოდნავ აღუდგა მხედველობა და მეტყველების უნარი. ამიტომ ბაბუამ მამიდას უთხრა, წაიყვანე, იქნებ გადარჩესო, თან მამიდა იყო ერთადერთი ქალი, ვინც ხელში ამიყვანა და გავჩუმდი. ცოცხალი რომ ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა.
შამგონა – ეს არის ერთადერთი კუნძული ევროპაში, რომელიც მდინარეზეა და ხალხითაა დასახლებული. სწორედ ამ სოფელში დავიბადე და ავიდგი ფეხი.
მამამ მდინარის მეორე მხარეს, ენგურს გადაღმა, გალის რაიონში მეორე ოჯახი შექმნა. ორივე მათგანთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ როგორც ასეთი, მშობლების როლი, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ჩემთვის ყველაფერი იყო მამიდაჩემი – ვენერა ანთელავა, რომელსაც თურმე, იურიდიულადაც ნაშვილები ვყოლივარ და ეს ფაქტი გვიან გავიგე“ – ამბობს ზურაბ ანთელავა.