Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტერორისტული თავდასხმა სომალიში – დაღუპულია სულ მცირე 100 ადამიანი

October 30, 2022
ტერორისტული თავდასხმა სომალიში – დაღუპულია სულ მცირე 100 ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განათლების სამინისტროს შენობასთან 2 მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

სომალის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მოჰამუდის ცნობით, თავდასხმა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამურმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა განახორციელა. პრეზიდენტის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სამინისტრო მდებარეობს ქუჩაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გარე ვაჭრობა, რის გამოც ეს ხალხმრავალი ადგილია.

„ჩვენი ხალხი ამოხოცეს… მათ შორის დედები მკლავებში შვილებით, მამები ვისაც სამედიცინო დაავადებები ჰქონდათ, სტუდენტები, ვინც სასწავლად გაუშვეს, ბიზნესმენები ვინც ოჯახების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ“ – განაცხადა სომალის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს სომალიში სამედიცინო დახმარების და ექიმების გაგზავნა სთხოვა.

„ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მუსლიმებს მთელი მსოფლიოს გარშემო რომ გამოგვიგზავნონ თავისი სამედიცინო ექიმები, ვინაიდან ჩვენ ყველა დაშავებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ვერ შევძლებთ“ – განაცხადა მოჰამუდმა.

აფრიკული ერთობის კომისიის ხელმძღვანელმა, მოუსა ფაკი მაჰამატმა თავდასხმა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „გააორმაგონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა სომალის ინსტიტუციებისადმი ტერორისტული ჯგუფების დამარცხებისკენ მიმართულ ბრძოლაში“.

პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, მეორე კი მაშინ, როცა შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები და მოქალაქეები დაშავებულების დასახმარებლად იყვნენ მობილიზებულები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge