Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

November 17, 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810,0 მილიონი ლარით იზრდება და 27 850,0 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 23 890,0 მილიონი ლარია (იზრდება 690,0 მილიონი ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 960,0 მილიონი ლარია (იზრდება 120,0 მილიონი ლარით).

მისი თქმით, გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად 3 008,0 მილიონ ლარს შეადგენს (იზრდება 326,7 მილიონი ლარით), არაფინანსური აქტივების (პრივატიზაცია) კლების მაჩვენებელი 130,0 მილიონი ლარით იზრდება და 480,0 მილიონ ლარს შეადგენს, ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი 450,0 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 4 285,9 მილიონი ლარია (მცირდება 777,2 მილიონი ლარით).

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 437,5 მილიონი ლარით იზრდება და 35 993,0 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 877,0 მილიონი ლარით იზრდება და 25 873,3 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საგადასახადო შემოსავლები 690,0 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი იზრდება 69,0 მილიონი ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი – 270,0 მილიონი ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადი – 256,0 მილიონი ლარით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი – 85,0 მილიონი ლარით და იმპორტის გადასახადი – 10,0 მილიონი ლარით.

მისივე თქმით, სხვა შემოსავლები 230,0 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები 43,0 მილიონი ლარით არის შემცირებული.

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მილიონი ლარით იზრდება და 31 362,7 მილიონ ლარს შეადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კანონპროექტის განხილვის შემდეგ, ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები მოისმინა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარადგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში 34 წლის რუსი ინჟინერი რამდენიმე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც
  • ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო – გიორგი სიორიძე
  • ევროპული კურსის დაკარგვის ფასი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვა არაა, პირველ რიგში, ეს დაკარგულ სამუშაო ადგილებში, ინვესტიციებში და საქართველოს ეკონომიკურ მომავალში იზომება – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge