კახა კალაძე დედაქალაქში არსებულ საცობების პრობლემას ეხმაურება. მისი განცხადებით, კარგად ესმის იმ მოქალაქეების, რომლებსაც გადაადგილებისას საცობებში დროის დაკარგვა უწევთ.
“ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ ადამიანის რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობის გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს. ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა“ – განაცხადა კახა კალაძემ
