Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით ევროპასთან ურთიერთობის იმიტაციის შექმნას ცდილობს“ – ირაკლი კუპრაძე

November 3, 2026
„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით ევროპასთან ურთიერთობის იმიტაციის შექმნას ცდილობს“ – ირაკლი კუპრაძე

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ევროპასთან ურთიერთობის იმიტაციის შექმნას ცდილობს – ასე აფასებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის მონაწილეობას „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

კუპრაძის განცხადებით, კობახიძე ევროკავშირის ოფიციალურ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის და მისი ვიზიტის მიზანი შიდა აუდიტორიისთვის იმის ჩვენებაა, თითქოს მას ბრიუსელში კვლავ ელიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებაშიც ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე იქცა ე.წ. პრემიერ-მინისტრად, რომელსაც აღარ ჩაესვლება ევროპის დედაქალაქში. მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქში მიმდინარეობს მთავარი პოლიტიკური მოვლენა, გაფართოების პოლიტიკური პროცესი, ამ დროს მიემგზავრება ბრიუსელში, თუმცა ღებულობს რაღაც “სათამაშო”, სხვა ალტერნატიულ ღონისძიებაში მონაწილეობას, იქ, სადაც უნდა წყდებოდეს, რეალურად, საქართველოს ბედი, იქ ირაკლი კობახიძეს არ ელიან, არც ეპატიჟებიან, პირიქით. მისი ვიზიტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ შეიქმნას იმიტაცია, თითქოსდა მას ელიან ევროპის დედაქალაქში. მას არსად ელიან და არსად დაელოდებიან, სანამ ირაკლი კობახიძე შეასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, ივანიშვილის რუსულ დავალებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა კობახიძე მიწვეული არ არის უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც შეფასდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? – ვეტერინარის განმარტება და რჩევები
  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა
  • „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, ევროპაში ხელის ჩამორთმევის პროტოკოლური ფოტოები გადაიღოს“ – გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge