„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა. ინფორმაციას “ტვ პირველებს” პარტიის ლიდერები უდასტურებენ.
ამასთან, ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის წინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
რამდენიმე თვის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.
