Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? – ვეტერინარის განმარტება და რჩევები

November 3, 2026
რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? – ვეტერინარის განმარტება და რჩევები

რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? – ვეტერინარის განმარტება და რჩევები
ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლე­ბის თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. ივ­ნის­ში ვარ­კე­თილ­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ქალი დაგ­ლი­ჯა, რის გა­მოც მას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ლავ­ში პიტ­ბუ­ლი პატ­რონს და­ესხა თავს. ქალ­მა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის თვა­ლის არე­ში, ხოლო მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. სულ ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და ფო­ტოგ­რაფ ანა ყა­ჭე­იშ­ვი­ლისმძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ – გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს სა­კუ­თა­რი პიტ­ბუ­ლი და­ეს­ხა თავს და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ექი­მებ­მა მისი მარ­ცხე­ნა ხე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად შეძ­ლეს.

ეს შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ ერთხელ აჩენს კი­თხვებს:

რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია მო­საზ­რე­ბა, რომ პიტ­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლია, ვიდ­რე სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბი? რა როლი აქვს აღ­ზრდას, გა­რე­მო­სა და პატ­რო­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რონ­თან მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას და­ეს­ხას თავს? არ­სე­ბობს თუ არა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი თავ­დას­ხმის დროს?

ამ სა­კი­თხებ­ზე ვე­ტე­რი­ნარ თორ­ნი­კე ბა­ლა­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ
– ბა­ტო­ნო თორ­ნი­კე, რამ­დე­ნად სწო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ პიტ­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლია, ვიდ­რე სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბი?

– ლა­პა­რაკს ჩემი, პი­რა­დი ის­ტო­რი­ით და­ვი­წყებ. ბავ­შვო­ბი­დან სულ მყავ­და ცხო­ვე­ლე­ბი, მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ჯი­შის ძაღ­ლი. ვერ ვი­ტყვი ხე­ლა­ღე­ბით რო­მე­ლი­მე ჯიშ­ზე, რომ ისე­თი რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ყო­ფი­ლი­ყოს, ერთხე­ლაც კი და­ე­შა­ვე­ბი­ნოს ადა­მი­ა­ნის­თვის რამე.

დიახ, მთა­ვა­რი გაზ­რდაა. ძაღ­ლი არ უნდა აჩხუ­ბო, აგ­რე­სი­ას არ უნდა მი­აჩ­ვიო. თუ ცხო­ვე­ლი მზრუნ­ველ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა, სიყ­ვა­რულს გრძნობს და ბავ­შვებ­თა­ნაც აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ის არ გა­იზ­რდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლად. ძაღ­ლი ასაკ­ში რო­დე­საც შე­დის, ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე აზ­როვ­ნე­ბა ეც­ვლე­ბა და უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. მაგ­რამ თუ ლეკ­ვო­ბი­დან ზრუნ­ვა­ში, სით­ბო­ში იზ­რდე­ბა და აგ­რე­სი­ას არ აჩ­ვე­ვენ, მა­შინ არც ასაკ­შია სა­ში­ში.

– თუმ­ცა თქვე­ნი სა­უბ­რი­დან მა­ინც მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პიტ­ბუ­ლი სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

– ასე ყვე­ლა ძაღ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, სუ­ლაც არ იყოს პიტ­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი და, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი ან ლაბ­რა­დო­რი აღ­მოჩ­ნდეს მას­ზე მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი. მქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აგ­რე­სი­ულ ძაღ­ლებ­თან მქო­ნია შე­ხე­ბა. ლაბ­რა­დო­რი ყო­ფი­ლა, გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი და, კი­დევ, სხვა ძაღ­ლე­ბი. პიტ­ბუ­ლე­ბი კი ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი და წყნა­რე­ბი ყო­ფი­ლან. მე ვფიქ­რობ და ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გაზ­რდა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა ძაღ­ლის ჯიშ­ზე.

თო­რემ ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ პიტ­ბულს უფრო ძლი­ე­რი ყბა აქვს და შე­უძ­ლია ადა­მი­ანს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნოს, ვიდ­რე ლაბ­რა­დორ­მა. თუმ­ცა მა­ინც იქამ­დე მივ­დი­ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აღ­ზრდა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

– თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ძაღ­ლებს აჩხუ­ბე­ბენ. ბოლო ორი შემ­თხვე­ვა თე­ლავ­ში თუ გახ­სოვთ: ერთი თვის წინ სა­კუ­თარ პიტ­ბულს ახალ­გაზ­რდა ქალი დაგ­ლი­ჯა, ახლა კი მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ქალი პატ­რო­ნი აღ­მოჩ­ნდა. ქალი პატ­რო­ნე­ბის­გან ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ძაღლს აგ­რე­სი­უ­ლად ზრდიდ­ნენ ან აჩხუ­ბებ­დნენ.

– მა­ინც გა­აჩ­ნია, ვისი გაზ­რდი­ლია. ერთ ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით. პიტ­ბუ­ლი მყავ­და, მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის ვიქ­ნე­ბო­დი და ჯერ სტუ­დენ­ტიც არ ვი­ყა­ვი.

არც ისე­თი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში. კურ­დღე­ლი გა­მიხ­და ცუ­დად სამი დღე იწ­ვა­ლა და და­ი­ღუ­პა. ავად­მყო­ფო­ბი­სას აი­ვან­ზე მყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი. ჩემი პიტ­ბუ­ლი იმ კურ­დღელ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და თათი, თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და. ვიდ­რე არ მოკ­ვდა, იქამ­დე ძაღლს საჭ­მე­ლი არ უჭა­მია. აი, ეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა.

განაგრძეთ კითხვა …https://www.ambebi.ge/article/351739-ratom-gaxshirda-pitbulis-adamianze-tavdasxmis-shemtx/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გადადგა
  • გადასასვლელი ხიდის ტერიტორიის მოიჯარე ნოდარ ჭურღულაშვილი ხანძრის მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება – მოვაჭრეების ბედი გაურკვეველია
  • ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს – წლიდან წლამდე მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან – თაზო დათუნაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge