ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 45 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბონის ქუჩაზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა – ამის შესახებ ინფრომაციას “ambebi.ge” ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული და გაქცეული დამნაშავე, გვარად შარაშიძე ფერიაში მეზობლები ყოფილან.
თვითმხილველების თქმით, როგორც კი შარაძიძეს როლიკა ტროტუარზე დაუნახავს, იარაღი ამოუღია და უსვრია.
სასიკვდილო ტყვია გულზე დაკიდებულ ჯვარს მოხვდა, ტყვიას ჯვარი სხეულში შეუტანია- ეუბნება ამბები.ჯის ადგილობრივი.
მისივე ინფრომაციით, როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის მკვლელის ვინაობა უთქვამს.
დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის, ის გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს 1-ლი ივნისის ღამით ფერიის სასაფლაოზე დაუნახავთ.
“ის და მისი მკვლელი შარაშიძე (სახელი არ ვიცი) მეგობრები და ფერიაში მეზობლები ყოფილან. შარაშიძეზე და მის ძმაზეც ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. მათ ადრე რაღაც ბიზნესი ჰქონიათ და გაკოტრებულან. ამბობენ, რომ ნარკოტიკებს მიეძალა და მამის ქონება გაუნიავებიათ. როგორც ამბობენ, წლების წინ ამ შარაშიძემ როლიკას დახმარებით გოგო მოიტაცა, მათ ერთი საერთო შვილიც ჰყავთ. მერე ერთმანეთს დაშორდნენ და ეს გოგო სხვას გაჰყოლია ცოლად. დავითაძეს და შარაშიძის ყოფილ ცოლის ძმას ერთად უმუშავიათ „ჯეოსელში“ და მასთან თურმე სულ იმუქრებოდა, როლიკას მოვკლავო.
არ ვიცით, რას ერჩოდა, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტად არ ვიცით… იმ საბედისწერო დღეს როლიკას ცოლი მიუყვანია სალონში და შვილთან ერთად გარეთ ელოდა. თვითმხილველების თქმით, როგორც კი შარაძიძეს ტროტუარზე დაუნახავს, იარაღი ამოუღია და დაუმიზნებია. როლიკას დაუყვირია, არ მესროლოო. 8 ტყვია დაახალა, ძირითადად ფეხებში ესროდა თურმე. როგორც თქვეს, ერთადერთი სასიკვდილო ტყვია გულზე დაკიდებულ ჯვარს მოხვდა, ტყვიას ჯვარი სხეულში შეუტანია. როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის უთქვამს მკვლელის ვინაობა. სამწუხაროდ, დაჭრილი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. მკვლელი არაა დაკავებული, ის ბოლოს 1-ლი ივნისის ღამით დაუნახავთ ფერიის სასაფლაოზე“. – ამბობს ადგილობრივი.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
