Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის მკვლელის ვინაობა უთქვამს” – ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

June 3, 2026
“როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის მკვლელის ვინაობა უთქვამს” – ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 45 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა – ამის შესახებ ინფრომაციას “ambebi.ge” ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული და გაქცეული დამნაშავე, გვარად შარაშიძე ფე­რი­ა­ში მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­გორც კი შა­რა­ძი­ძეს როლიკა ტრო­ტუ­არ­ზე და­უ­ნა­ხავს, ია­რა­ღი ამო­უ­ღია და უსვრია.

სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია გულ­ზე და­კი­დე­ბულ ჯვარს მოხ­ვდა, ტყვი­ას ჯვა­რი სხე­ულ­ში შე­უ­ტა­ნია- ეუბნება ამბები.ჯის ადგილობრივი.

მისივე ინფრომაციით, როლიკას სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა უთ­ქვამს.

დამნაშავე ამ დრომდე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, ის გავრცელებული ინფორმაციით, ბო­ლოს 1-ლი ივ­ნი­სის ღა­მით ფე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე დაუნახავთ.

“ის და მისი მკვლე­ლი შა­რა­ში­ძე (სა­ხე­ლი არ ვიცი) მე­გობ­რე­ბი და ფე­რი­ა­ში მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. შა­რა­ში­ძე­ზე და მის ძმა­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. მათ ადრე რა­ღაც ბიზ­ნე­სი ჰქო­ნი­ათ და გა­კოტ­რე­ბუ­ლან. ამ­ბო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კებს მი­ე­ძა­ლა და მა­მის ქო­ნე­ბა გა­უ­ნი­ა­ვე­ბი­ათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წლე­ბის წინ ამ შა­რა­ში­ძემ რო­ლი­კას დახ­მა­რე­ბით გოგო მო­ი­ტა­ცა, მათ ერთი სა­ერ­თო შვი­ლიც ჰყავთ. მერე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ეს გოგო სხვას გაჰ­ყო­ლია ცო­ლად. და­ვი­თა­ძეს და შა­რა­ში­ძის ყო­ფილ ცო­ლის ძმას ერ­თად უმუ­შა­ვი­ათ „ჯე­ო­სელ­ში“ და მას­თან თურ­მე სულ იმუქ­რე­ბო­და, რო­ლი­კას მოვ­კლა­ვო.

არ ვი­ცით, რას ერ­ჩო­და, რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ზუს­ტად არ ვი­ცით… იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­ლი­კას ცოლი მი­უყ­ვა­ნია სა­ლონ­ში და შვილ­თან ერ­თად გა­რეთ ელო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­გორც კი შა­რა­ძი­ძეს ტრო­ტუ­არ­ზე და­უ­ნა­ხავს, ია­რა­ღი ამო­უ­ღია და და­უ­მიზ­ნე­ბია. რო­ლი­კას და­უყ­ვი­რია, არ მეს­რო­ლოო. 8 ტყვია და­ა­ხა­ლა, ძი­რი­თა­დად ფე­ხებ­ში ეს­რო­და თურ­მე. რო­გორც თქვეს, ერ­თა­დერ­თი სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია გულ­ზე და­კი­დე­ბულ ჯვარს მოხ­ვდა, ტყვი­ას ჯვა­რი სხე­ულ­ში შე­უ­ტა­ნია. რო­ლი­კას სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ის ბო­ლოს 1-ლი ივ­ნი­სის ღა­მით და­უ­ნა­ხავთ ფე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე“. – ამბობს ადგილობრივი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში წინა წელთან შედარებით ხორცი 10.1%-ით გაძვირდა, თევზი კი 20.9%-ით
  • კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
  • ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge