Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც პიარსვლა იყო…მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება ფანტაზიის სფეროა” – ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

April 27, 2026
“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც პიარსვლა იყო…მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება ფანტაზიის სფეროა” – ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება მხოლოდ ფანტაზიის სფეროა.

“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო. არავითარი შემხებლობა სპეცსამსახურებს და ფასების კომისიას ფასწარმოქმნასთან არ გააჩნია, ვერც ექნება. ფასებს არეგულირებს ღია ეკონომიკის პირობებში მოთხოვნა-მიწოდება. უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში მიწოდება გაზრდილიყო და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეგრძნო ფასების მერყეობა.
შესაბამისად, აქედან არცერთი არ არის დალაგებული: დავუშვათ ის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს ძლიერი და პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, რის შედეგადაც მივიღებდით დაბალ ფასს; ასევე მეორე მიმართულება – ის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის შესაბამისად დასაქმებული და შემოსავლების დონე დაბალია.
ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ამ ყველაფერს [ფასები შემცირებას] მოკლევადიან პერიოდში შევძლებთ, ფანტაზიის სფეროა და მეტი არაფერი“ – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „პალიტრანიუსთან”.

მაღალ ფასებთან დაკავშირებით, კობახიძემ განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო, შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც, რომელმაც ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა.

მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს. კომისიის ფარგლებში მოუსმინეს ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებსაც, როგორც მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს, ისე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს.კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. კობახიძის განცხადებით, კომისიის დასკვნები და გეგმა მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე სასამართლო სხდომას არ დაესწრება
  • “სწორედ დაპირისპირებას, სიღატაკეს და ყველანაირ ნეგატიურ განვითარებას ნამდვილად აფინანსებდნენ ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები” – ნინო წილოსანი ევროკავშირის ელჩის განცხადების
  • “თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს” – მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge