“ტვ პირველის” ინფორმაციით, ნარკოტიკები საქართველოში საცვლებით, წინდებით და ჩემოდნით შემოიტანეს – საუბარია 35 წლამდე კაცზე, რომელმაც ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნიდან საქართველოში 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ სავარაუდოდ რეალიზაციის მიზნით შემოიტანა.
კაცი შემოწმებას გადიოდა, როცა სამართალდამცველებმა მას ჩხრეკის დროს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს და მას ხელბორკილები აეროპორტშივე დაადეს.
დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გავცნობივარ, დუმილის უფლებას იყენებს. შემოვიდა საქართველოში. ბრალი წარუდგინეს და თვითონ ეცნობა მტკიცებულებებს”, – ამბობს ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
35 წლამდე კაცის გარდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა წიწამურთან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“.
ადვოკატის თქმით, დაკავებულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
აზერბაიჯანის მოქაალქეებს ბრალი წარედგინათ გუშინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის, ასევე რეალიზაციის ხელშეწყობისთვის. ერთად მოხდა მათი აყვანა”. – ამბობს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
