Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკი დამდგარიყო” – გრიგოლ გეგელია

March 9, 2026
” ისტერიულ კამპანიას, რომელსაც კობახიძე და პაპუაშვილი ედგნენ სათავეში, „ალდემ“ გასცა 3 – ხაზიანი ძალიან მკაფიო პასუხი, რომლითაც საკუთარი ადგილი მიუჩინა პრორუსულ რეჟიმს” – გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკი დამდგარიყო. მისი თქმით, ეს არის კლასიკური გამოხატულება იმ ძალიან დიდი ანტიქართული ღალატისა, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა.

გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით საქართველოს კიდევ უფრო ახლოს დადგა უვიზო რეჟიმის დაკარგვის მომენტთან.

„ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ დაგვეკარგა და პირიქით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ეს რისკი დამდგარიყო.

ვხედავთ, რომ „ქოცები“ ევროკავშირის მასშტაბით უკვე აკრძალული არიან. ისინი ჩვეულებრივი პასპორტით ჩასვლას ვერ შეძლებენ და მაგალითად, კანდიდატი სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკებების წარმოებისთვის ვიზების აღება მოუწევთ. ასევე ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის შედეგად თითოეული ქართველი დადგა კითხვის ქვეშ, ექნება თუ არა უვიზო რეჟიმი.

ეს არის კლასიკური გამოხატულება იმ ძალიან დიდი ანტიქართული ღალატისა, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

გეგელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრებენ, რაც „საქართველოში დემოკრატიას ქოცურ-რუსული ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში გააჩნია“.

„ეს არის მაღალი კალიბრის, მნიშვნელოვანი დელეგაცია. საუბარი გვექნება ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რაც დღეს ჩვენ დემოკრატიას ქოცურ-რუსული ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში გააჩნია. ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს გავაცნობთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო და ქართველი ხალხი მძიმე კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო პოლიტიკურ სისტემას, არამედ ეკონომიკურ სისტემას და თითოეული ქართველის კეთილდღეობას. ჩვენი მიზანია, კრიზისი ისე განიმუხტოს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები და ქვეყნის ეროვნული სუვერენული ინტერესი იქნას დაცული და ძალაუფლების მშვიდობიანად ტრანზიციისთვის ხელის შეწყობა შევძლოთ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და ღირებულებების ღალატი იყო!” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • “პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა” – ნიკა გვარამია
  • “ტვ პირველი” განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge