დიპლომატი გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ.
ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბარი და მეტი საქმე, რადგან მსჯელობები უკვე საკმარისია.
“ვურჩევდი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროპელებს, ნაკლები ისაუბრონ და მეტი საქმე აკეთონ, საკმარისია ეს მსჯელობები, მართლა უკვე გადაიქცა ლაყბობად. საქმეში ვგულისხმობ, აამუშავონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც მათ ხელი ჯერ კიდევ არსებობს, თორე, ცოტა ხანში ეს ბერკეტებიც აღარ ექნებათ, თუ მართლა სურთ საქართველოს მოქალაქეების დახმარება, პარალამენტში განხილვებით და მსჯელობებით საქართველოს ვერ დაეხმარებიან,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტში 11 მარტს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული დღის წესრიგის მიხედვით, დებატების სახელწოდებაა – “ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის ქვეშ”.
აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს ხუთშაბათს, 12 მარტს უყრიან.
