ექიმი ალექსანდრე გოგინავა ახალ “ნიპას” ვირუსზე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შემთხვევები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება, ის მაინც საკმაოდ საფრთხილოა და დიდი ყურადღება ეთმობა.
“ზოგადად ეს ვირუსი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ენდემურია ეს ვირუსი სხვადასხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, არის ინდოეთი, სინგაპური მალაიზია და ასევე აღმოჩენილია აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ვირუსი პრაქტიკულად არ გვხვდება.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვირუსი საფრთხილოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთმობა დიდი ყურადღება, რადგან მას აქვს მაღალი ლეტალობა ანუ 40-დან 75 %-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად ყოველი მეორე ადამიანი შეიძლება ამ ვირუსით დაიღუპოს.
ამ ეტაპზე ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ხდება რთულად. ეს ვირუსი ვრცელდება ღამურების საშუალებით , ანუ ღამურები წარმოადგენენ მის რეზერვუარს და ღამურების გამოყოფილი ნერწყვით თუ მოხდა ხილს ან ღამურას დაინფიცირებული ნერწყვი მოხვდა ადამიანის ლორწოვანს ა.შ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს. ადამიანიდან ადამიანზე დაინფიცირება თეორიულად დასაშვებია, თუმცა ამისთვის საჭირო არის მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი. ის ორი ქეისი, რომელიც ამ ეტაპზე მედპერსონალში არის გავრცელებული მიუთითებს იმაზე, რომ მედპერსონალი წარმოადგენს მაღალ რისკს, რადგან მათ აქვთ ხშირი კონტაქტი პაციენტთან.
მეცნიერები ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა ვირუსმა განიცადოს მუტაცია და უფრო ადვილად გადამდები გახდეს, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ეს ასე არ არის.
სიმპტომებს რაც შეეხება, თავიდან ეს შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. რატომაც ეს ვირუსი არის საყურადღებო არის ის, რომ მას ახასიათებს თავის ტვინის დაზიანება.
შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი და მას ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა. მთავარი საფრთხე ამ ვირუსში არის ის რომ მას ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს – პირდაპირ გამოყოფილი არ არის, თუმცა როდესაც ადამიანს აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები შეიძლება ნებისმიერი ვირუსული ინფექცია უფრო გართულდეს. თუმცა ჯანმრთელ პოპულაციაშიც შესაძლოა რთულად მიმდინარეობდეს ვირუსი” –
