Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აღნიშნული ვირუსი საფრთხილოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთმობა დიდი ყურადღება” – ექიმი ალექსანდრე გოგინავა

January 29, 2026
“აღნიშნული ვირუსი საფრთხილოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთმობა დიდი ყურადღება” – ექიმი ალექსანდრე გოგინავა

ექიმი ალექსანდრე გოგინავა ახალ “ნიპას” ვირუსზე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შემთხვევები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება, ის მაინც საკმაოდ საფრთხილოა და დიდი ყურადღება ეთმობა.

“ზოგადად ეს ვირუსი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ენდემურია ეს ვირუსი სხვადასხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, არის ინდოეთი, სინგაპური მალაიზია და ასევე აღმოჩენილია აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ვირუსი პრაქტიკულად არ გვხვდება.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვირუსი საფრთხილოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთმობა დიდი ყურადღება, რადგან მას აქვს მაღალი ლეტალობა ანუ 40-დან 75 %-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად ყოველი მეორე ადამიანი შეიძლება ამ ვირუსით დაიღუპოს.

ამ ეტაპზე ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ხდება რთულად. ეს ვირუსი ვრცელდება ღამურების საშუალებით , ანუ ღამურები წარმოადგენენ მის რეზერვუარს და ღამურების გამოყოფილი ნერწყვით თუ მოხდა ხილს ან ღამურას დაინფიცირებული ნერწყვი მოხვდა ადამიანის ლორწოვანს ა.შ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს. ადამიანიდან ადამიანზე დაინფიცირება თეორიულად დასაშვებია, თუმცა ამისთვის საჭირო არის მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი. ის ორი ქეისი, რომელიც ამ ეტაპზე მედპერსონალში არის გავრცელებული მიუთითებს იმაზე, რომ მედპერსონალი წარმოადგენს მაღალ რისკს, რადგან მათ აქვთ ხშირი კონტაქტი პაციენტთან.

მეცნიერები ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა ვირუსმა განიცადოს მუტაცია და უფრო ადვილად გადამდები გახდეს, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ეს ასე არ არის.

სიმპტომებს რაც შეეხება, თავიდან ეს შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. რატომაც ეს ვირუსი არის საყურადღებო არის ის, რომ მას ახასიათებს თავის ტვინის დაზიანება.

შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი და მას ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა. მთავარი საფრთხე ამ ვირუსში არის ის რომ მას ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს – პირდაპირ გამოყოფილი არ არის, თუმცა როდესაც ადამიანს აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები შეიძლება ნებისმიერი ვირუსული ინფექცია უფრო გართულდეს. თუმცა ჯანმრთელ პოპულაციაშიც შესაძლოა რთულად მიმდინარეობდეს ვირუსი” –

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს! დასხედით და დაელაპარაკეთ თუ პატიმრებს გამოუშვებენ!” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
  • ეროვნულმა ბანკმა კიდევ 7 ვალუტის გადამცვლელი დააჯარიმა – 27 დღეში დასანქცირებულია 42 ჯიხური
  • ქვეყანაში 667 318 ინდმეწარმეა რეგისტრირებული – რის გამო შეიძლება დაჯარიმდნენ ბიზნეს სუბიექტები საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge