საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბასილ კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ერთ-ერთ ეკლესიაში, ნათლობის რიტუალის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„შე ბრიყვო მღვდელო დავით მექვაბიშვილო! ქრისტე განურისხდა შენნაირ ბნელებს და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. შემდეგ მოეხვია ბავშვებს, ხელი დაადო და დალოცა ისინი (მარკოზ. 10: 14, 16). ის კი არ უთქვამს ბავშვებს კისერი მოტეხეთ და წყალში ჩაახრჩვეთო“, – წერს კობახიძე.
კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს საზოგადების აღშფოთებაც მოჰყვა: