ცინცაძის ქუჩაზე, სადაც შეიარაღებული პირი “თიბისი” ბანკში შეიჭრა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.
გამოკითხვაზე იმყოფებიან ბანკის თანამშრომლები და ფაქტის თვითმხილველები.
შეიარაღებული თავდასხმა ფილიალზე ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც შენობაში ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.
შეიარაღებულმა პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო და პოლიციის მისვლამდე მიიმალა.
არ დასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან მძევლების აყვანაც სცადა. არავინ დაშავებულა.
TBC ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე ყაჩაღობისა, და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით.