ყვავილების გამყიდველმა ბიჭუნამ, რომელიცცოტა ხნის წინ საზოგადოებამ გაიცნო ვიდეოდან, სადაც უცნობი ქალბატონი 500 ლარს ჩუქნის, სიმღერა – „აფხაზეთი საქართველო არის“ – შეასრულა.
ემოციურმა შესრულებამ მსმენელებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
შესაბამისი ვიდეო Facebook-ზე მაიკო როსტიაშვილმა გაავრცელა.
„ეს ის ბიჭია გუშინდელ ვიდეოზე ქალბატონმა ფული რომ აჩუქა მადლობა ქალბატონს![]()
წარმატებული მომავალი გიოს“, – წერს როსტიაშვილი.
ნახეთ ვიდეო:
