ვერძი ♈
პერიოდი აღსავსე იქნება საინტერესო მოვლენებით. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ. ახალი სასიყვარულო რომანის წამოწყება მხოლოდ გულისტკენის მიზეზი შეიძლება გახდეს. კარგი იქნება, თუ დასვენების მიზნით სადმე გაემგზავრებით.
კურო ♉
ეცადეთ მიღებული ინფორმაცია დროულად გააანალიზოთ, რათა მოასწროთ მასზე რეაგირების მოხდენა. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ახალი სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბებას. მოგზაურობა კი სჯობს დროებით გადადოთ.
ტყუპები ♊
შეხვედრები და გადაადგილებები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ადვილად მიიზიდავთ გარშემომყოფთა ყურადღებას. გააკონტროლეთ ემოციები. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.
კირჩხიბი ♋
ენერგეტიკის დაქვეითებამ შესაძლოა უკმაყოფილების შეგრძნება გაგიჩინოთ. პროფესიულ საქმიანობაში გაუგებრობები ახალ სამსახურის ძიებისკენ. ეცადეთ, ხელოვნურად არ წარმოქმნათ კონფლიქტები სასიყვარულო და ოჯახურ სფეროში. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
ლომი ♌
თავს ენერგიულად იგრძნობთ. ახალი კავშირები და ურთიერთობები დაგეხმარებათ სურვილების გაცნობიერებაში. ეს დრო ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებას. მოგზაურობაში გაცნობილი ადამიანი შესაძლოა მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს.
ქალწული ♍
რთული, წინააღმდეგობრივი პერიოდია, ამიტომ ეცადეთ თავი შეიკავოთ ზედმეტი პასუხისმგებლობის და დიდი დატვირთვებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. მაცდურ წინადადებებს ნუ მიიღებთ, რათა არ დაუშვათ სავალალო შეცდომები.
სასწორი ♎
დამატებით ფინანსებს გპირდებათ არაოფიციალური სამუშაო. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან დანაკარგის დაბრუნების შანსი მეტჯერ არ განმეორდება. სიფრთხილეა საჭირო გზებზე მოძრაობისას.
მორიელი ♏
მოიმატებს კონტაქტები. პროფესიული საქმიანობაში, პერიოდულად დამუხრუჭდება საქმეც და შემოსავალიც. ძალების აღდგენას და დასვენებას ადვილად შეძლებთ ქალაქგარეთ, ბუნებაში. გზებზე მოძრაობისას გამოიჩინეთ ყურადღება.
მშვილდოსანი ♐
მოიმატებს ვალდებულებების რაოდენობა, ხშირად მოგიწევთ გადაადგილება და ხალხთან ურთიერთობა, რაც არ იქნება მარტივი. ნაყოფიერი მუშაობისათვის ეცადეთ ზოგჯერ მაინც განმარტოვდეთ. სასიყვარულო სფეროში კი მოთმინებაა საჭირო.
თხის რქა ♑
მიზნების მისაღწევად მხოლოდ აქტიურობა საკმარისი არ იქნება და შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი ცოდნის მიღება. სასიყვარულო, ან საოჯახო ურთიერთობაში, დიდ მნიშვნელობას შეიძენს გულწრფელი საუბრები, აზრთა გაცვლა. შორეული მოგზაურობა შეიძლება არა ერთი პრობლემის მიზეზი გახდეს.
მერწყული ♒
გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენი საქმიანი, პირადი, ან საქორწინო ურთიერთობები ჰარმონიულ ჭრილში დარჩეს. მოერიდეთ უცნობ ადამიანებს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, გადაამოწმეთ საბუთები და არ დაარღვიოთ კანონი.
თევზები ♒
არაერთმნიშვნელოვანი ცვლილებები ფსიქოლოგიურ გამოცდას მოგიწყობთ, რის გამოც შეიძლება ხშირად შეიცვალოს თქვენი გუნება-განწყობა. თუმცა პრინციპულობის, მოთმინებისა და შრომისუნარიანობის მეშვეობით ყველა პრობლემას დასძლევთ. კარგი იქნება, თუ პერიოდულად ცოტას მაინც შეისვენებთ ან სადმე გაემგზავრებით.
წყარო:თბილისელები