Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე გუშინწინ მოვკვდი. თან ისე, რომ ტაძარში მისვლა ვერ მოვასწარი” – რას წერს გიორგი კეკელიძე

July 10, 2023
“მე გუშინწინ მოვკვდი. თან ისე, რომ ტაძარში მისვლა ვერ მოვასწარი” – რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს:

„- შემიძლია ასე ვიყო საათობით გაუნძრევლად შენთან ერთად და მზის ჩასვლას ვუყურო – თქვა გოგომ

– რა თქმა უნდა – ვუთხარი მე.

– წითელ ღვინოს ინებებთ თუ თეთრს – გვითხრა იქაურმა ბიჭმა.

– თეთრს – უთხრა გოგომ – არა, არა წითელი ტკბილი მოგვიტანეთ. ანდა არა – თეთრი იყოს.

იქაურმა ბიჭმა ღვინო მოიტანა, ჭიქაში  ბოთლის ოსტატური წაქცევით ხუთი წვეთი ჩაასხა, მერე ჭიქა მაღლა აღმართა და მსუბუქად დაატრიალა ცალი თვალის მოჭუტვით, თითქოს მზის ღმერთს შესწირაო მორიგი 15 დოლარი.

– რა კარგია შენთან – მითხრა გოგომ – გარეთ სამყარო აღარც არსებობს და ვართ მხოლოდ მე და შენ – მარადიულ უსასრულობაში. გრძნობ  ჩემს გულისცემას?

– ასე შორიდან? – გავრისკე მე.

გოგოს ეწყინა, მაგრამ მალე გადაუარა.

– ძალიან მიყვარს პაემნები. აი, ძალიან! – თქვა გოგომ

მე არაფერი მითქვამს.

– გესმის ჩიტები ჭიკჭიკი? წარმოიდგინე, სოფელში, შენთან, აივანზე ვზივართ და ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გვესმის.

წარმოვიდგინე.

საგანგებო სანთელი ჩაქრა. გამოვცვლით – თქვა საიდანღაც იქაურმა ბიჭმა.

– აუცილებლად გამოცვალეთ! – უთხრა გოგომ – ღვინო. სანთელი. მყუდროება. მოიცა, რაღაც გვაკლია. იცი, რა?

მე არ ვიცოდი.

– ყვავილები, სულელო! – გაიცინა გოგომ და ცხვირზე თითი მომაჭირა.

– გახედე, ნახე, მზე რა ლამაზად ჩადის!

მე საათს დავხედე. ცხრის ნახევარი იყო.

– ასე საათობით შემიძლია ვიჯდე, გაუნძრევლად და არაფერზე ვფიქრობდე! – თქვა გოგომ – დღეს არსად მეჩქარება. სანამ არ დაიკეტება, ვიჯდეთ. თუნდაც ჩუმად. ვისუნთქოთ ჰაერი. შევიგრძნოთ თავისუფლების ნეტარება. ვიყოთ ასე გაშეშებული. შევიგრძნოთ ერთმანეთის ფიქრი. გავაერთიანოთ. საათობით. გაუნძრევლად. რა საოცარია არა? საათობით. გაუნძრევლად. საათობით. გაუნძრევლად!

– მართალი იყო დედაჩემი! – ვთქვი მე.

– რა? – მკითხა გოგომ.

– არა, არაფერი.

ხოლო დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ტაძარში არ ვივლიდი და ცოდვებს არ მოვინანიებდი, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მე გუშინწინ მოვკვდი. თან ისე, რომ ტაძარში მისვლა ვერ მოვასწარი“, – წერს კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ“ – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge