Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

როცა პენიტენციური დაწესებულებიდან ორგზის ყოფილი პრემიერი ასეთი მძიმე ბრალდებების შესახებ აკეთებს განცხადებას, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება – რას ამბობს ლანა გალდავა

September 2, 2026
როცა პენიტენციური დაწესებულებიდან ორგზის ყოფილი პრემიერი ასეთი მძიმე ბრალდებების შესახებ აკეთებს განცხადებას, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება – რას ამბობს ლანა გალდავა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ელ სექტემბერს გამოგზავნა ციხიდან, საჭიროა შესაბამისმა სტრუქტურებმა რეაგირება მოახდინონ.

„როდესაც ქვეყანაში არის საპარლამენტო, კონსტიტუციური, შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი, ცხადია, ამ პერიოდში, ეს ყველაფერი არის ინფორმაციის გადაფარვის მცდელობები და შიდა კლანური დაპირისპირებები. მიუხედავად ამისა, როდესაც პენიტენციური დაწესებულებიდან ქვეყნის ორგზის ყოფილი პრემიერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასეთი მძიმე ბრალდებების შესახებ აკეთებს განცხადებას, საჭიროა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინონ რეაგირება და საზოგადოება ჩააყენონ საქმის კურსში – დაწყება, თუ არ დაიწყება გამოძიება“, – აცხადებს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს” – ზვიად შალამბერიძე
  • თორნიკე მორჩილაძე ესპანეთში, „ლუგოში“ ითამაშებს
  • „არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge