Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

(ფოტო) ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „აფაქელა“, რომლის სახელით ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ

December 5, 2020
(ფოტო) ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „აფაქელა“, რომლის სახელით ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ

კრიმინალურმა პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს – კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5 000 აშშ დოლარი გადასცა. პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან – 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ოპერატიული მასალა, რომელიც კონსპირაციულ ბინაშია გადაღებული და სადაც ასახულია, თუ როგორ აიძულებენ ბიზნესმენს ქურდულ საერთოში დიდი ოდენობით თანხის შეტანას.

საუბარია 75 წლის ბორია აფაქიაზე. მას კრიმინალურ წრეებში „აფაქელას“ სახელით იცნობენ. წარმოშობით გუდაუთელი ბორია აფაქია „კანონიერი ქურდების“ ძველ თაობას მიეკუთვნება. მან მაღალი კრიმინალური სტატუსი ჯერ კიდევ 1965 წელს, 19 წლის ასაკში მიიღო. სხვადასხვა დროს მან „კანონიერ ქურდებად“ აკურთხა გავლენიანი აფხაზი კრიმინალები, მათ შორის ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა, რომლებიც გასულ წელს სოხუმში კლანებს შორის დაპირისპირების დროს რესტორანთან ჩაცხრილეს.

„აფაქელა“ ამჟამად თურქეთში ცოხვრობს, ისევე როგორც, სხვა არაერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“. აღსანიშნავია, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. გაიკეთა ხორხის კიბოს ოპერაცია, რის გამოც, გამართულად საუბარს ვერ ახერხებს.

(ფოტო) ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „აფაქელა“, რომლის სახელით ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge