ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს მსოფლიო ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღება სჭირდება. ბოლო 10 წლის ფსევდო-პაციფისტურმა პოლიტიკამ დაასუსტა საქართველოს ჯარი და სამხედრო შესაძლებლობები.
ოკუპირებული ქვეყანა რომ პაციფიზმს აწვება – იდიოტია, პაციფისტი კი არ არის.ხოდა, რას ვშვრებით ახლა? ღარიბაშვილი წივის არ მინდა შეიარაღებაო, თუ ვიღებთ რამე ტიპის
შეიარაღებას?
კარგად გაიგეთ და დაიმახსოვრეთ: თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. (ანუ, ომისთვის მზადება ომის სურვილს არ ნიშნავს!) ანუ, თუ გინდა, თავს არ დაგესხას მტერი, უნდა იყო ძლიერი და შეიარაღებული, რომ არ მოუნდეს შემოსკდომა. და არა ის, რომ თავი გაიუქმო, ჯარი დაასუსტო და კნავილი დაიწყო, სუსტი ვარ, წინააღმდეგობას არ გიწევ და რატო მესხმი თავსო.
სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” ეს იდიოტური პოლიტიკა და რიტორიკა აქვს ბოლო 10 წელია და კიდე უტიფრად გვასაღებს, მშვიდობა მოგვაქვს თქვენთვისო”, – წერს პატარაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.