“ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ეს ხომ იდიოტიზმია, მაპატიეთ”, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნულს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შემდეგნაირად ეხმაურება:
“ვაიი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ ვერ გადამირჩები, გრიგოლ ვაშაძესთვის რომ ხმა
მაქვს მიცემული”, – წერს ჟორჟოლიანი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.