უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home საინტერესო

“დიდი „არა“ წერია კოსმოსიდან…. – ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!” – ლელა კაკულია

March 9, 2022
(ვიდეო) “რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია” – რას ამბობდა ლელა კაკულია წლების წინ
Share on FacebookShare on Twitter

წინასწარმჭვრეტელ ლელა კაკულიას “ფეისბუქი”-ს ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება რამდენიმე ამონარიდი არქივიდან, სადაც მსოფლიოში მიმდინარე და მოსალოდნელ მოვლენებზეა საუბარი:

“ლელა კაკულია: მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული – ისინი მოჰყავს კოსმოსს!

მცირე ამონარიდი ადრინდელი წინასწარმეტყველებიდან, სადაც იმ კითხვაზე პასუხსაც ნახავთ, რომელსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ ბოლო დღეებში.

 საუბარია ქართველებსა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ რუსებს შორის დამოკიდებულებაზე და ასევე საქართველოსა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე.

 2021 წელი, 18 აპრილი

არ მინდა არაფრის დანახვა, იმდენად დაძაბულია დედამიწა, მთელი პლანეტა და არა მარტო საქართველო.

საქართველო ყველაზე მსუბუქად გამოძვრება ამ ქაოტური პოლიტიკური, არეული და დაქცეული პერიოდიდან.

ჩვენს ქვეყანას, როგორც ყოველთვის ვამბობდი, დიდი ძალა იცავს და დაიცავს ბოლომდე. ყველაფერი გადალაგდება ისე, როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე.

ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ამიტომ იმისთვის, რაც მოდის, ანგარიში მაინც გაუწიეთ და წაიკითხეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას მოიცავს. საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი, რა გითხრათ. ძალიან გაუჭირდებათ ისეთ წამყვან სახელმწიფოებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ.

რუსეთმა ძალიან რთული თამაში წამოიწყო. რუსეთის პოლიტიკა ფაქტობრივად განწირულია ევროპაშიც, ამერიკაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. კრემლი თითქოს დიდ პოლიტიკას ატარებს ახლო აღმოსავლეთის ხაზით, მაგრამ დიდს კი არა, წამგებიან პოლიტიკას ატარებს. იმიტომ, რომ თურქეთი რუსეთს არ გაჰყვება! მიჰყვება იქამდე, სადამდეც თავად თურქეთის პოლიტიკას სჭირდება.

თუ რუსეთს ფეხი დაუცდა იმაში, რასაც აკეთებს, თურქეთი ომს გამოუცხადებს – ეს ასეა. და პირველი დარტყმები იქნება შავ ზღვასთან დაკავშირებით. მე ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე – შავი ზღვის ომი დავარქვი.

საქართველო კი მაყურებლის როლში იქნება.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს, ფაქტობრივად, არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები – ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი. თუმცა მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვეღარ მოხვალთ პოლიტიკაში.

მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ისინი მოდიან თავისი ნებითაც და ისინი მოჰყავს კოსმოსს. ეს არის ნამდვილი ძალა და „გიორგი ბრწყინვალე“.
უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა „გიორგი ბრწყინვალე“.

ნამდვილი „გიორგი ბრწყინვალე“ ჩემ წინ იქნება მალე. იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება – და ელოდეთ მათ ასრულებას!

შადიმანებო, გაფრთხილებთ: ფეხსაც ნუ გააფაფხურებთ! სჯობს ჩაიკეტოთ თქვენთვის და თვალყური ადევნოთ ახალი საქართველოს შენებას, ქვეყნის მიღწევებს. საქართველო ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება–მეთქი, ბევრჯერ აღვნიშნე და კავკასიის მარგალიტიც ვუწოდე.

საქართველოში ოლიგარქები ვერასდროს მოვლენ — ვერასდროს და არასდროს!

საქართველო იქნება ცენტრი ნამდვილი პოლიტიკისა, რომელსაც პატივს სცემენ მთელი ევროპა და ამერიკა. ეს ასე იქნება, ჩემო საყვარელო ქართველებო, ნუ შეშინდებით!

<…> ქართული პოლიტიკის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის.

უკრაინასთან ურთიერთობები უფრო გამყარდება. ნუ გიხარიათ, შადიმანებო — უფრო გამყარდება! უკრაინა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს.

მოვლენები, რაც უკრაინა–რუსეთს შორის დატრიალდა და რაც პუტინმა დაატრიალა, საქართველოს ცეცხლზე წყალს ასხამს და ბევრ რთულ მომენტს აქრობს, რათა საქართველო მართლა არ განადგურდეს. უკრაინის პოლიტიკა იცავს საქართველოსა და ქართველებს და დაიცავს ბოლომდე.

ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შადიმანებო! საქართველო არ არის უბრალოს საკურორტო, დასასვენებელი ზონა. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს: საქართველო არის უფლის სამოთხე და უფალი ნებას არ მოგცემთ, რომ ეს სამოთხე თქვენ გაანადგუროთ.

მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს.

მოდიან უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ.

მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (ახლა არ მინდა, ერთი ქალბატონი დავასხელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც ჩემი თამარია.

მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.

ასე რომ, კავკასიაში დიდი ცვლილებები ხდება. იმ გეგმას, რაც რუსეთმა, ირანმა და ერდოღანმა დაისახეს, ასრულება არ აწერია. სომხეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ისევ რუსეთს უძვრება. მაგრამ რომც აყვირდნენ, რას მოიგებენ? ვერაფერს! პირიქით, უფრო გაამწარებენ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტი კი ძალიან ავმეხსიერი კაცია, ყველაფერს იმახსოვრებს.

ახლა მაგონდება ისტორიული ფაქტი, როდესაც ქართველმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, სომხური სამეფოს დედაქალაქ ანისიდან თურქ-სელჩუკები გარეკა, მერე კი მიზგითად ქცეული ტაძარიც გაათავისუფლა, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი, ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იყო დაკრძალული. მეფე დავითმა მაშინ კატრონიკეს საფლავს სამგზის ჩასძახა:

“გიხაროდენ შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“. – რომ იცოდეთ, მაშინ საქართველომ რეალურად მიწის პირისგან აღგვას გადაარჩინა სომხები.

ახლა, რაც შეეხება ჰესებს: აიგება ის ჰესები მხოლოდ, რომლებიც საქართველოს სჭირდება — მავანის ჯიბეს კი არა (ვაი, თქვენს პატრონს!), რაც საქართველოს სჭირდება. თითსაც ვერ გაანძრევთ!!! ასეთია წინასწარმეტყველება. ვხედავ, აქაც უფლის ხელია აღმართული და იგი მართავს ყველაფერს.

კოსმოსიდან წამოსული ენერგია იცავს საქართველოს მიწას, მდინარეებს და ყოველივე იმ სილამაზეს, რაც მსოფლიოში არ არსებობს. განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო: მსოფლიოში იქნება წყლის დეფიციტი, რაც საქართველოსთის ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ტბაა. როგორც წარსულში ვთქვი, ჩვენი ქვეყანა წყლებზე „ზის“ — სუფთა წყლებზე. და ეს წყლები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბენზინი. აი, ნახავთ.

რაც შეეხება ტურიზმს, მინდა ვუთხრა პუტინს: ტურიზმს ვერაფრით ვერ შეაჩერებთ, ბატონო პუტინო! მთელი რუსეთი მაინც საქართველოსკენ დაიძვრება სამოგზაუროდ. ეს პანდემიამ შეუშალა ხელი, თორემ არც შეწყვეტდნენ ჩამოსვლას. ასე რომ, ტურიზმი პირველ ადგილს დაიკავებს ქართულ ეკონომიკაში. ეს ყველაფერი ხალხისთვისაა და ხალხი ამოისუნთქავს.

ნუ გეშინიათ, ქართველებო, ტურიზმი ისე განვითარდება ჩვენში, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს სალაპარაკო გახდება — თავისი მშვენიერი ბუნებითა თუ ისტორიული ძეგლებით.

აზერბაიჯანს ისევ ვაფრთხილებ დავით გარეჯასთან დაკავშირებით:

აზერბაიჯანელებო, ფრთხილად იყავით, გარეჯი თქვენი წყევლაა!

თქვენ მოშორდებით მაგ ადგილს. უკან–უკან დაიწყებთ დახევას და აუცილებლად მიხვდებით, რომ თქვენი ქვეყნისკენ უარყოფითი ენერგია გარეჯიდან მოდის.

 ვხედავ, დავითგარეჯას გასაღებს კოსმოსი ქართველებს უბრუნებს. ამინ!!!

აუცილებლად ყურადსაღებია გელათი. ვხედავ, გელათის წყევლა არ მოაკლდება და დიდ დარტყმას მიიღებს ის ხალხი, ვისაც ეს საკითხი აბარია, ვინც უნდა გააკეთოს. ჩემი რჩევაა, დროზე მიხედოთ გელათს, გააკეთოთ, რაც გასაკეთებელია, თორემ შედეგებს საკუთარი თვალით იხილავთ და ეს ძალიან ცუდია თქვენთვის.

ამაყად მომზირალ ქართულ ეკლესიებს ვერ დაანგრევთ და ვერ დაწვავთ, რაც უნდა მოიმოქმედოთ — ახალიც აშენდება და ძველიც შეკეთდება.
გელათი არის, იყო და იქნება მუდამ. ამინ!

თურქეთის ახალი არხის, „სტამბულის“ პროექტს, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი აქტიურად უჭერს მხარს, განხორციელება არ უწერია. ახლა ერდოღანს სურს, რომ თურქეთს, ასე ვთქვათ, გამტარი ქვეყნის ფუნქცია არ დაეკარგოს და ამიტომაც მოიწადინა ახალი არხის აგება, მაგრამ არაფერიც არ გამოუვა.

მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს წარსულში, რომ ამერიკა ბოსფორის სრუტის „გასაღებს“ აართმევს თურქეთს და ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკას და არა რუსეთს, რომელიც საომრად ემზადება თურქეთის წინააღმდეგ.

ერდოღანის პოლიტიკა თურქეთს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვხედავ, ხდება ისეთი რაღაცები, რითაც თითქოს ღმერთი მიანიშნებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ერდოღანი ამას ვერ ხვდება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს — ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებს. აი, საქართველოს შავ ზღვაში წამოწყებული ყველა პროექტი კი ბოლომდე მივა. ისევ მშენებლობებს ვხედავ. ანაკლიის პორტზე წარსულშიც მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ისევ გავიმეორებ: პორტი აშენდება — გრანდიოზული რამ აშენდება და იქ საქართველოს და ამერიკის დროშა იფრიალებს. ამინ!

ანაკლიის პორტი იქნება ძლიერი დასაყრდენი ბაზა ამერიკისა და ნატოსთვის მთელ შავ ზღვაზე. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამს.

კიდევ ვიმეორებ წარსულში ნაწინასწარმეტყველებს: საქართველოს თავისი საზღვაო ფლოტი ეყოლება, წყალქვეშა ნავებიც კი დავინახე. და ეს აუცილებლად ასე მოხდება!

მინდა აღვნიშნო, რომ სომხები მიყუჩდებიან, მაგრამ ისევ ომისთვის ემზადებიან. ყარაბაღში დიდი ცეცხლი დაინთება და დიდი ომები გაგრძელდება.

 ვხედავ, ნატოს მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ორად იყოფა: ერთი ნაწილი მიდის უკრაინაში და მეორე მოდის საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. შეიძლება ეს ინფორმაცია არ უნდა გახმაურდეს, მაგრამ როგორ არ უნდა გახმაურდეს?! ყველაფერიც უნდა გახმოვანდეს: ნატო ამარაგებს საქართველოს.

ვხედავ, რუსეთს ფაქტობრივად თვითონ რუსი ხალხი მოერევა. შიგნით დაინთება დიდი ცეცხლი, ხალხი დაიწყებს დიდ ომს და ამას პუტინი ვერ შეაჩერებს. ამიტომ სჯობს, თავად შეჩერდეს, გამოასწოროს რუსული პოლიტიკა, აღმოფხვრას კორუფცია, რომელშიც რუსეთი იწვის და გაუგონარი რამ ხდება. ფაქტობრივად, მთავრობა არ არის მთავრობა.
ამ საშინელებას რუსეთი გვერდს ვერ აუვლის და აი, მაშინ არც საქართველო ახსოვთ და არც უკრაინა. თუმცა პუტინს არ აქვს შანსი, სწორი ნაბიჯები გადადგას და ვითარება შეცვალოს. ის ხასიათის ადამიანია, პატარა რაღაცაზეც რეაქცია აქვს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს. პატარა ბავშვივითაა, გამდის და ვტირივარო. მაგრამ აღარაფერი აღარ გაუვა, იმიტომ რომ მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები უფლებას არ აძლევს პუტინს, განახორციელოს თავისი მზაკვრული, შავი გეგმები — განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ.

ის სანქციები, რომლებსაც ამერიკა და ევროპა უწესებენ რუსეთს, არ შეჩერდება მანამ, სანამ ამერიკა სასურველ შედეგს არ მიიღებს. სანქციები გრძელდება და ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს არის დიდი დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის. რუსეთის ეკონომიკა არ იარსებებს!

რაც შეეხება საერთაშორისო ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა SWIFT-ს, რუსეთი აქაც წააგებს. ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს. ვითომ ალტერნატიული რუსული სისტემა არაფრად არ ვარგა. არცერთი რუსი მილიარდერი ამ ხაზით არ გავა. გამორიცხულია!
ვხედავ, ყველა გარბის, ფულს მარხავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი „ბობოლების“, მაღალჩინოსნებისა და მილიონერ–მილიარდერების ყველა ანგარიში გაიყინება. მოკლედ და კონკრეტულად: გაიყინება! და ამ ყინულს ვერავინ ვერ გაალღობს, გარდა რუსეთის ახალი, მომავალი მთავრობისა. თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ რუსი ხალხი უარყოფითად არ არის განწობილი ქართველი ხალხის მიმართ. ხალხი ერთმანეთს პატივს სცემს, ეს ორ კინკილა იდიოტს უნდა მსოფლიო გადაატრიალოს. მაგრა ეგრე არ არის ბატონებო!

ვხედავ, ხალხი ისევ ერთად დგას და რუსები უფრო მორბიან საქართველოში, ვიდრე უცხოელები. და აი, ასე ვიცხოვრებთ: ხალხი — ტკბილად და მეგობრულად, მთავრობები კი ერთმანეთს გადაჭამენ.

რაც შეეხება გაზსადენის რუსულ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2–ს“, რაზეც ახლა დიდი ჭიდილი მიდის, ბოლომდე არ მივა. ეს პროექტი დაშლილია. ეს გაზსადენი აქამდეც უნდა ამუშავებულიყო — თითქმის დამთავრებულს ვხედავ ყველაფერს, მაგრამ დიდი „არა“ წერია კოსმოსიდან.

კოსმოსს კიდევ ვერ დაეჭიდებით, ბატონებო. საქართველოს გზა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე რუსეთის ეს გზა. აი, ნახავთ!..”

“აი, ახლაც ვხედავ, თავისივე გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი…” – ლელა კაკულია პუტინზე

 3,517 სულ ნახვები

კომენტარები

0 კომენტარები

Advertisement Banner

სხვა ამბები

შვეიცარიის “სასტუმრო” სტუმრებს ძილის ნაცვლად მსოფლიო კრიზისებზე ფიქრს სთავაზობს
საინტერესო

შვეიცარიის “სასტუმრო” სტუმრებს ძილის ნაცვლად მსოფლიო კრიზისებზე ფიქრს სთავაზობს

June 30, 2022
დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება
საინტერესო

დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება

June 30, 2022
თეა დარჩია სილამაზის რეცეპტს ამხელს
საინტერესო

თეა დარჩია სილამაზის რეცეპტს ამხელს

June 30, 2022
აეროპორტში ორი ქალის ბარგში 109 ცოცხალი ცხოველი აღმოაჩინეს
საინტერესო

აეროპორტში ორი ქალის ბარგში 109 ცოცხალი ცხოველი აღმოაჩინეს

June 29, 2022
ამერიკაში კაცმა Subway-ის თანამშრომელი სენდვიჩში ზედმეტი მაიონეზის გამო მოკლა
საინტერესო

ამერიკაში კაცმა Subway-ის თანამშრომელი სენდვიჩში ზედმეტი მაიონეზის გამო მოკლა

June 28, 2022
ბრიტანელი წყვილი ქორწილში მხოლოდ მათ უმასპინძლებს, ვინც თაფლობისთვეს დაუფინანსებს
საინტერესო

ბრიტანელი წყვილი ქორწილში მხოლოდ მათ უმასპინძლებს, ვინც თაფლობისთვეს დაუფინანსებს

June 28, 2022
კანადაში უნიკალური მუმიფიცირებული მამონტი იპოვეს
საინტერესო

კანადაში უნიკალური მუმიფიცირებული მამონტი იპოვეს

June 27, 2022
ბრიტანელმა კაცმა მათემატიკის საატესტატო გამოცდა 92 წლის ასაკში ჩააბარა
საინტერესო

ბრიტანელმა კაცმა მათემატიკის საატესტატო გამოცდა 92 წლის ასაკში ჩააბარა

June 23, 2022
ქალმა ქორწინებიდან ათი თვის შემდეგ გაიგო, რომ მისი ქმარი ქალია
საინტერესო

ქალმა ქორწინებიდან ათი თვის შემდეგ გაიგო, რომ მისი ქმარი ქალია

June 23, 2022
შემდეგი ამბავი
“გაბრაზებამ ისე არ უნდა დაგაბრმავოს, საკუთარ თავსაც ვერ ხედავდე… ყველა თავის გზას დაადგება, შენ კი დარჩები საკუთარ თავთან განადგურებული” – პეტრე კოლხი

"ძალიან მალე შიმშილი დაისადგურებს… მაღაზიებმა უკვე გადამალეს... ამაზე უარესი ღალატი არ არსებობს" - პეტრე კოლხი

“ეს თუ გაუვათ, მართლა არანაირი კანონზომიერება და სამართალი არ არსებობს არა მხოლოდ მსოფლიოში, მთელ სამყაროში” – სალომე ასათიანი

"ეს თუ გაუვათ, მართლა არანაირი კანონზომიერება და სამართალი არ არსებობს არა მხოლოდ მსოფლიოში, მთელ სამყაროში" - სალომე ასათიანი

პოპულარული

VIDEO – “რა გინდათ ბოვშებთან თქვეენ”- ბაბუმ სტუდენტები დაიცვა
საზოგადოება

VIDEO – “რა გინდათ ბოვშებთან თქვეენ”- ბაბუმ სტუდენტები დაიცვა

19 hours ago
„მიშველეთ, ხალხო“ – დედა შვილს ეძებს, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა
საზოგადოება

„მიშველეთ, ხალხო“ – დედა შვილს ეძებს, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა

20 hours ago
VIDEO – „ნაბო*არო შენ, შენს დედას შევ**ი, თქვე ბო*ებო, მოგი***ნ ოჯახი“ – უგულავას ფოთში აგინეს
საზოგადოება

VIDEO – „ნაბო*არო შენ, შენს დედას შევ**ი, თქვე ბო*ებო, მოგი***ნ ოჯახი“ – უგულავას ფოთში აგინეს

20 hours ago
წყალტუბოში ახალგაზრდა ქალს ეძებენ – „ბოლოს გვიშტიბში ეკლესიასთან ნახეს“
საზოგადოება

წყალტუბოში ახალგაზრდა ქალს ეძებენ – „ბოლოს გვიშტიბში ეკლესიასთან ნახეს“

20 hours ago
“9 წელზე მეტი რო ბორენკა გიქაქუნებს, ვატო წერეთელმა რა უნდა გითხრას ან გიქნას 2 წუთში ისეთი, ასე რო გეწყინოს ჰა, ანრი?” – ირინა სარიშვილი
საზოგადოება

“9 წელზე მეტი რო ბორენკა გიქაქუნებს, ვატო წერეთელმა რა უნდა გითხრას ან გიქნას 2 წუთში ისეთი, ასე რო გეწყინოს ჰა, ანრი?” – ირინა სარიშვილი

21 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

VIDEO – “რა გინდათ ბოვშებთან თქვეენ”- ბაბუმ სტუდენტები დაიცვა

VIDEO – “რა გინდათ ბოვშებთან თქვეენ”- ბაბუმ სტუდენტები დაიცვა

July 1, 2022
„მიშველეთ, ხალხო“ – დედა შვილს ეძებს, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა

„მიშველეთ, ხალხო“ – დედა შვილს ეძებს, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა

July 1, 2022
VIDEO – „ნაბო*არო შენ, შენს დედას შევ**ი, თქვე ბო*ებო, მოგი***ნ ოჯახი“ – უგულავას ფოთში აგინეს

VIDEO – „ნაბო*არო შენ, შენს დედას შევ**ი, თქვე ბო*ებო, მოგი***ნ ოჯახი“ – უგულავას ფოთში აგინეს

July 1, 2022

თეგები

Art Entertainment Funny Health ivanishvili News saakashvili Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბიძინა ივანიშვილი გიორგი გურგულია გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ემბერ ჰერდი ერეკლე შონია ვოლოდიმირ ზელენსკი ზოდიაქო ზურაბიშვილი თაკო ჩარკვიანი თემურ ჩხეიძე თინა კანდელაკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი მერაბ სეფაშვილი მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ცაგარელი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია ნიკოლოზ წულუკიძე სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In