“მიქს. მეტრონომი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ვაქცინაციასთან და ანტივაქსერულ კამპანიასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას:
მხატვარი ნიკუშა შენგელაია:
-მეც და ყველა ჩემი ახლობელი ვაქცინერებულია. ვაქცინა იცავს ადამიანებს სიკვდილისგან. სიგიჟეა მოწოდებები, რომ არ უნდა აიცრან. შეთქმულების თეორიების მომხრე არ ვარ და არ მჯერა.
მე ავიცერი “ფაიზერით”, ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები კი “ასტრაზენეკას” ვაქცნი
მსახიობი ნუცა კუხიანიძე:
-როგორ შეიძლება ზეწოლა ხდებოდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც იცრებიან, იბრძვიან ჯანმრთელობისთვის და იმ დონის პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ თავზე, რომ მსგავსი განცხადებები (ანტივაქსერული) აკეთონ, ეს ყველაფერი ნორმალური არ არის.
ზოგადად მიმაჩნია, რომ აცრის არ გაკეთება, ძალიან დიდი სისულელე და მავნებლობაა.
გარდა ამისა, აქ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც დგას, ამ ყველაფერს ის უნდა აკონტროლებდეს, სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს, ისეთ რეგულაციებს აწესებდეს, რომელიც მოსახლეობის სიცოცხლეს დაიცავს. და ეგრე ყველას თავისი აზრის გამო ვერ გამოვეკიდებით, ეს უკვე მმართველი ძალის პრობლემაა, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ან აქვს და ისიც ასევე მავნებლურია.
ვფიქრობ, სახელმწიფო სტურქტურებსა და სამედიცინო სექტორში ვაქცინა სავალდებულო უნდა გახდეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ეს ის ხალხია, ვისაც უშუალო შეხება აქვთ, და პირველ ფრონტზე არიან და ანტივაქსერი ექიმი რა ფენომენია საერთოდ ეგ არ ვიცი… კერძო კომპანიები კი თავად უნდა აწესებდნენ ამ რეგულაციებს… ეს საერთო პრობლემაა და რატომ დაიყო ხალხი ასე? და რა მოწოდებებია საერთოდ არ მესმის…. ასე პანდემია არასდროს დამთავრდება, გამოსავალი კი ერთიანობაა.
მე ვაქცინირებული ვარ, ახლა მიწევს მეორე დოზა “ფაიზერის” ვაქცინა.
პროდიუსერი კახა მამულაშვილი:
-საგიჟეთია რაც დღეს ქვეყანაში თუ სოციალურ ქსელებში ხდება… მე პირადად აცრილი ვარ, დაწესებულ რეგულაციებს ვასრულებ. ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მეც, ჩემი ოჯახიც და ხალხი.
იცით, რა არის ყველაზე საყურადღებო, ადამიანები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან, საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, ისინი მოუწოდებენ ადამიანებს აცრისკენ და ხალხს მაინც არ სჯერა… რეალურად საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს ნდობა არ აქვთ, ამ რეგულაციებს არ იცავენ, არ ვიცი ეს რისი ბრალია… ზოგს არ სჯერა კოვიდის, ზოგს ჰგონია, რომ ვაქცინის მაგივრად ამპულაში წყალი ასხია, ზოგი მამაოს კურთხევას ელოდება, რომ აიცრას…
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მართვა ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ არ ხდება. ჩემი აზრით, ერთიანი ძალებით ხელისუფლება, თუნდაც პოპულარულ ადამიანებთან ერთად, ერთი კამპანიისთვის უნდა გაერთიანდნენ და საერთო ძალებით შევუტიოთ ვირუსს, თორემ ასე ცალ-ცალკე არაფერი გამოვა, და ყველამ რომ იძახოს, – ჩემს თავზე მე ვიქნები პასუხისმგებელიო, ესე ხომ ვერ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში?! – ეს არის მსოფლიო პანდემია, საშიში მტერი, ყველამ უნდა მოვინდომოთ… აცრა კი ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია.
ეკლესიას ყველაზე დიდი გავლენა აქვს და ვფიქრობ, მათზე ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული. სასულიერო პირთა ნაწილი კი აიცრა, მაგრამ ძალიან ცოტა. კი, რა თქმა უნდა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს, მაგრამ აი, რა ვუყოთ სტატისტიკას, როცა აცრილებთან ლეტალური შედეგები არ არის, და თუ ეს ვირუსი ხვდებათ, იოლად გადააქვთ, აუცრელებთან მიმართებაში კი ძალიან ბევრი ლეტალური შედეგია დამდგარი. ამ სტატისტიკას შევხედოთ, თორემ სხვას კი არაფერს არ ვამბობ…
ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც ანტივაქსერულ მოწოდებებს აკეთებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში წავიდნენ და აიცრნენ, ჩემი ბევრი ახლობელია ასეთი.
ასევე, ჩემი მეგობრები, რომლებიც საავადმყოფოში წვანან, აცრა ვერ მოასწრეს და ახლა საკუთარი თვალებით უყურებენ იმ საშინელებას რაც კლინიკებში ხდება. იქიდან იძახიან ხალხო, ცუდად ვართ, ყოველდღე სასაკლაოს ვუყურებთ და გთხოვთ, აიცერითო. რა ვიცი აბა, თავდაჯერებულებო… მეტი რა უნდა მოხდეს…
მე და ლელა როცა ავიცერით, ლამის მიწაში ჩაგვდეს, ჩემი შვილი ავცერი და ბოდიში მაგრამ, არ მგონია, ის ჩემზე მეტად უყვარდეს ვინმეს, მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ვფიქრობ, აცრა ჩვენი ერთადერთი გადამრჩენელია.
მე ავიცერი “სინოფარმით, არც “ფაიზერს” დავლოდებივარ… აცრა გვიცავს.
მომღერალი ნინო ჩხეიძე:
– წინააღმდეგი ვარ ანტივაქსერული მოწოდებების, აცრილი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც, “სინოფარმის” ვაქცინით, ვთვლი, რომ ყველა ადამიანი უნდა აიცრას, რადგან ეს ომი უნდა მოვიგოთ, რომ ამ მტერთან ბრძოლაში ყველა გადავრჩეთ.
აცრა გვიცავს.
გაგრძელება იქნება