Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სკანდალი გიორგი კეკელიძის ირგვლივ – “გული მერევა იმ საკუთარ თავზე… მოვიკრებ ძალას და დავწერ…”

July 27, 2021
სკანდალი გიორგი კეკელიძის ირგვლივ – “გული მერევა იმ საკუთარ თავზე… მოვიკრებ ძალას და დავწერ…”

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირ­ქტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრიტიკის ობიექტია. საქმე ეხება  მის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს, რასაც მან ვრცელი პოსტი მიუძღვნა, თუმცა, აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო გააღიზიანა.

გთავაზობთ გიორგი კეკელიძის პოსტს:

“რადგანაც ჩემი წინა ნაწერი ბუნდოვანი გამოდგა (რაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახლა) , მოვიკრებ ძალას და დავწერ ხელახლა.

ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ.

შეიძლება ვინმეს არაგულწრფელად მოეჩვენოს ნებისმიერი რამ რასაც ახლა ვიტყვი – რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ნათქვამი ბოდიში და ა.შ. ეს რეპუტაცია მე ჩემი საქმის საკეთებლად მჭირდებოდა, საქმის რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმიანობა შევაჩერო ყველა სფეროში – შევხვდე ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ორგანიზაციას, ფემინისტურს თუ სხვას – ვინც კომპეტენტურია. მოვუსმინო, ვუპასუხო და გადავწყვიტო.

და კიდევ – მე თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვწერ ამ ყველაფერს, ცხადია, დიდი ტანჯვით და ტკივილით – ვაღიარებ – რადგან არ ვიყავი ჩვეული ამგვარ მდგომარეობას და რომ არ ვიყავი, ესეც ჩემი ნარცისისზმის ბრალია. მსხვერპლი არ ვარ და ამიტომაც, თქვენ, ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ არცერთი ქალი, ვინც აქ რამეს დაწერს,” – დაწერა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მას შემდეგნაირად პასუხობს”

“ეს რაღაც კონიუქტურისთვის ხარკის გადახდას გავს და ულამაზოდ გამოიყურება.”

“ბატონო გიორგი ფლირტით და ბღლარძუნით ქალებს ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ(შესაძლო) ტკივილს ვერ მიაყენებდით, ამიტომ შეწყვიტეთ ამ იაფფასიანი გზით საკუთარი თავის “გაპრავება”.

წარმოუდგენელ ისტორიებს წერენ ქალები სოციალურ ქსელში, საგანგაშოა ეს ყველაფერი. ყველა ქალსა და არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კეკელიძის მხრიდან შევიწროვებას განიცდიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და გვერდში დავუდგეთ. იცოდეთ რომ მარტო არ ხართ.
კაცი, რომელიც წლების მანძილზე საჯარო სივრცეში ლექციებს ატარებდით: თავისუფლების, თანასწორობის იდეებზე, ევროპულ ფასეულობებზე, ქალთა უფლებების გაძლიერებაზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე, თურმე ამის მიღმა ქალთა უფლებებს ლახავდით, როგორც თქვენ აცხადებთ ტკივილს(შესაძლო) აყენებდით. ძალიან ძალიან სამწუხარო და უკიდურესად სამარცხვინოა.”
“სიმართლე რომ გითხრათ, ეს ნაწერიც ბუნდოვანი გამოდგა”
“და ვინ უთხრა რომ ღმერთივით კაცი ხარო, ძალიან გაგითამამებიათ”
“1. ასე არ იწერება სინანულის წერილები! ეს წერილი ძირითადად იმაზეა, ეს კაცი რომ ღმერთი არ არის!… შესაბამისად თუკი ღმერთი არ არის, ესეიგი ქართველი მოსე, ან აბრაამი გამოდის – ხომკი?!…
2. არც ფლირტის, ან ზედმეტი ფლირტის სინანულზეა აქ საუბარი! ამ წერილის ქვეტექსტში, მძიმე ისტორიები იმალება, რაც ბულინგს, სექსუალურ შევიწროვებას და შეიძლება ძალადობასაც მოიცავდეს!
ფლირტზე და ,,ბღლარძუნზე” მეზვერის სინანულით წერას არ ცდილობენ!
3. ყველას, ყველას და ყველას, რაც არ უნდა მშვიდობის მტრდობაში, აპათიურ პოეზიაში და ეფემერებში იყოს ჩაკარგული, შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს, ან ჩაიდინოს ისეთი გაცნობიერებული სისაძაგლე, რომლის გახსენებისაც მთელი ცხოვრება შეეშინდება!
4. ვინც იცნობს ბატონ კეკელიძეს, იცის მისი ვიზუალი, სიარულის ბუნებრივი მანერა, მისი თვალად ,,ნასობა”, იცის როგორ გამოიყურება ახლა, ან როგორ გამოიყურებოდა სტუდენტობის პერიოდში, მარტივად მიხვდება რა გახდებოდა მისი მხრიდან მრავალმხრივი სექსუალური შევიწროვებების მაპროვოცირებელი ფაქტორი – არც ერთ გოგოს არ იზიდავდა და არ იზიდავს ის როგორც მამაკაცი, არც ერთ გოგოს არ უნდოდა და არ მოუნდება მასთან სექსი! ეს ყოველივე ხშირად მამაკაცში იწვევს აგრესიას, სიძულვილს, იმედგაცრუებას, რამაც შეიძლება ძალადობისკენაც უბიძგოს ადამიანს! ასე მგონია გიორგი სწორედ ამგვარი იმედგაცრუებეების გამო გადავარდა პოეზიაშიც!
5. ვფიქრობ, სტუდენტობის პერიოდში გოგონების ყურადღების მიღმა დარჩენილი კეკელიძე, ბევრ გოგოს ეძალავა, ბევრი გაექცა ოთახიდან, ბევრმა ძალიან დიდი შიში ჭამა, ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, იტირა და ასე შემდეგ… ასეატი იმედგაცრუებების ნიადაგზე კაცები მანიაკებადაც ყალიბდებიან და შემდეგ მთელი ცხოვრება შირისძიებით გაგიჟებულები, სიამოვნებით ფატრავენ ქალებს!
6. მადლობა გიორგის, რომ არ გამანიაკდა, დასძლია დაუძლეველი ტრამვები, შეეგუა ცხოვრების სივერაგეს და საინტერესო, წარმატებულ და კეთილ ადამიანად ტრანსფორმირდა!”
“ბოდიშის და სინანულის ამ პოსტს არაფერი ეტყობა, აქეთ გვამადლის კიდე, საქმეებს შევაჩერებ და მერე ნახეთ რა მოგივათო “

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge