ტოპ 5 ყველაზე სასურველი მამაკაცის სია კი ასე გამოიყურება:
ოთო ფოლადაშვილი – ხუთეულს ხსნის ქორეოგრაფი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი, რომელიც საზოგადოებამ რეიტინგულ ტელეშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“-ში გაიცნო. როგორც ჩანს გოგონებში ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილ მოცეკვავეს რომანი მოდელ ანა ახვლედიანთან ჰქონდა. თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია ქორწილით არ დასრულებულა. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცის გული თავისუფალია.
ხვიჩა კვარაცხელია – საქართველოს „voice”-ს მონაწილე და ამჟამად რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია, არამარტო ქართველ გოგონებში სარგებლობს დიდი პოპულარობით, არამედ რუსეთშიც სასურველი სასიძოების სიის სათავეებში დგას. ხვიჩა მომღერლობის პარალელურად დაკავებულია ფოტოგრაფიით, რამდენიმე დღის წინ კი მოდურმა ჟურნალმა Vogue Russia-მ საახალწლო ნომერში ერთ-ერთი ადგილობრივი ბრენდისთვის ხვიჩას გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რაც მისი წარმატებული კარიერისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. აქვე შეგახსენებთ, რომ მომღერლის გული დღემდე თავისუფალია.
თორნიკე კვიტატიანი – ტოპ 5 სასურველი მამაკაცების სიაში ბრინჯაოს პრიზიორი კიდევ ერთი რუსეთში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი თორნიკე კვიტატიანი გახდა, რომელიც სასურველი სასიძოების სიაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება. თორნიკე მომღერლობის პარალელურად ითავსებს გასართობი შოუ-პროგრამების წამყვანის ფუნქციას, მონაწილეობას იღებს მუსიკალურ შოუებში და გულგრილს არც მეზობელი ქვეყნის ლამაზ სქესის წარმომადგენლებს ტოვებს.
გურამ კაშია – 33 წლის ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს მეუღლესთან – თამთა გიგაშვილთან და პატარა ქალიშვილთან ალისასთან ერთად. გურამი ამჟამად სან ხოსეს საფეხბურთო კლუბში განაგრძობს თავის კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ქორწინებაში იმყოფება, ქართველი გოგონებისთვის ის სასურველი მამაკაცების სიის მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
თორნიკე გოგრიჭიანი – ბოლო რამდენიმე წელია, თორნიკე გოგრიჭიანი ქართველ მამაკაცებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ მიიჩნევა. თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობს პოპულარობა ისეთმა სატელევიზიო როლებმა მოუტანა, როგორიცაა – „გოგონა გარეუბნიდან“ და „ხელოვნური სუნთქვა“. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე დაოჯახებულია, ქართველი გოგონების გულები უკვე წლებია, რაც დაიპყრო და ტოპ სასურველი მამაკაცების სიაში პირველ ადგილს ღირსეულად იკავებს.