სანადირო თოფის გასროლით სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიაყენა ხუთ პირს მამაკაცმა სენაკის სოფელ ახალსოფელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1964 წელს დაბადებული პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
მომხდარის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაშავებულები რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.