საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერტიფიკატი მიიღო – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა:
“ძალიან კარგი ამბავი გვაქვს გუშინდელი დღიდან მოყოლებული და არ შემიძლია ვიყო ჩუმად. ქართული კომპანია “რესპირატორი”, საქართველოში ამზადებს სამედიცინო პირბადეებს. მათ გადააგზავნეს მოთხოვნა, რომ მათი პირბადეები ყოფილიყო სერტიფიცირებული არა მესამე დონის ქვეყნებში, არამედ ევროკავშირში. მოთხოვნა გაგზავნილი იქნა ესპანეთში და გუშინ მიიღეს ძალიან კარგი პასუხი.”რესპირატორმა” მიიღო ევროკავშირის სერტიფიკატი და უკვე შეუძლიათ თავიანთი ნაწარმი, ანუ საქართველოში დამზადებული პირბადეები პირდაპირ ევროკავშირში შეიტანონ. თამამდ შეუძლიათ ექსპორტი დაიწყონ“ – აღნიშნა ფხაკაძემ.