Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

23 წლის ირანელ ქალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულიპოსტის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

October 15, 2026
23 წლის ირანელ ქალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულიპოსტის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

23 წლის ირანელი ქალი, ნაჯმეჰ ამინი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო „ღვთის გმობაში“ დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

ამინი სტუდენტია. ის  ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში, ვაკილაბადის ციხეში იმყოფება.

კიდევ სხვა საქმეზე ქალს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობაც მიუსაჯეს. ბრალდება ამ შემთხვევაში მოიცავდა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებასა და ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებას.

  • ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა შეშფოთება გამოთქვეს ირანში სიკვდილით დასჯისა და სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა ქალის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს უთხრა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის“ ბრალდებით გამოიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ირანის კიბერპოლიციის (FATA) მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ დააკავეს. მისი პოსტების ზუსტი შინაარსი საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

სიკვდილმისჯილი ქალი იანვარში, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანი დაიღუპა მაშინ ირანში, როცა რეჟიმი პროტესტს ძალადობით დაუპირისპირდა. ორგანიზაციების დაუზუსტებელი ინფორმაციით, 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გასულ თვეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომელიც სიკვდილმისჯილ ქალს მიეწერება, მან საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისკენ მოუწოდა და გაეროსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მისი საქმის გამოძიება სთხოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 23 წლის ირანელ ქალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულიპოსტის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
  • მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დეკრეტული შვებულების თანხას ეხება
  • შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – მძიმე ავარია გურჯაანში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge