Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლში ჯდომა შეძლო” – ქრისტინე მამუკაშვილი

August 15, 2022
„კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლში ჯდომა შეძლო” – ქრისტინე მამუკაშვილი

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 8 წლის დათი ქოქრაშვილი მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

საბედნიეროდ, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.

მოზარდის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება. არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ ფეხზე დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს..

როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ. 

კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე ჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა. გვეგონა, ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს. ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, აქლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც ყველანი სიხარულით ვტიროდით“.

ქრისტინე „თბილისელებს უყვება, თუ რა გეგმები აქვს დათას მომავალში.

„ძალიან პოზიტიური ბიჭია. იმდენად მხიარულია, მნახველები რომ მოდიან, გაოცებულები არიან, მუსიკას ჩაგვართვევინებს და ცეკვავს.

ჩვენც ვეხმარებით, სულ ვცდილობთ, მხიარულად იყოს და მოწყენისა და ბევრი ფიქრის საშუალება არ მივცეთ. სკეიდბორდი და ველოსიპედი უყვარს ძალიან. დავპირდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ველოსიპედს აუცილებლად გაატარებს. უნდა, რომ გაიზრდება, მსახიობი გახდეს. თავის მსახიობურ ნიჭს უკვე იყენებს და ხანდახან ექიმებს აშინებს. თვალებს გადაატრიალებს, ვითომ ცუდად გახდა და ექიმები დაფეთებულები უყურებენ. გვიმტკიცებს,რომ კარგი მსახიობია.“ – ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge