Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მეცნიერება

ლეღვის ნახარში რძალ-მულმა ერთმანეთს შეაზილა, ფსონებს ვდებთ უკვე დამწვრობის ცენტრში – გუგა ქაშიბაძე

May 16, 2021
ლეღვის ნახარში რძალ-მულმა ერთმანეთს შეაზილა, ფსონებს ვდებთ უკვე დამწვრობის ცენტრში – გუგა ქაშიბაძე

საქართველოში ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება აქტუალური ჯერ კიდევ 10 წლის წინ გახდა, როცა 15 წლის გოგონამ რუჯის მისაღებად მანამდე უცნობი და  სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი მეთოდი გამოიყენა.

მიუხედავად იმის, რომ ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება დამწვრობას იწვევს, საქართველოში მოქალაქეთა ნაწილი ამ ხერხის გამოყენებას მაინც არ ერიდება.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, ამ მეთოდის გამოყენება დაუშვებელია.

„წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ჯერ ადრეა, მაისში ნაკლებად გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევები.

ზოგადად, ლეღვის ნახარშს ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ისმევენ, ზოგი ივლებს, ზოგი ნაჭერს დაასველებს და ასე ისვამს, ზოგი საღებავების ფუნჯით ისვამს და ა.შ. საზოგადოება მინდა გავაფრთხილო, ლეღვის ნახარშის ტანზე მიკარება დაუშვებელია“,- ამბობს ქაშიბაძე.

ექიმი ერთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა რძალ-მულმა ერთმანეთს ლეღვის ნახარში შეაზილა, რამაც დამწვრობა გამოიწვია.

„მახსენდება წლების წინ ორი ქალბატონი, რძალ-მული იყო, რომლებმაც ერთმანეთს შეაზილეს ეს ნახარში, რა თქმა უნდა, მათ დამწვრობა მიიღეს.

რატომ ლეღვი და არა სხვა მცენარე? –  რადგან ლეღვი იწვევს ქიმიურ დამწვრობას, რაიონში ბავშვები ლეღვის ფოთლებით თამაშობენ, მისგან რძე გამოიყოფა და სხეულზე ხელოვნურ ტატუებსაც იხატავენ, სავარაუდოდ, ეს იყო ის ინსპირაცია, რამაც ლეღვის ფოთლების გამოყენებაზე ქალბატონებს უბიძგა“,- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ქაშიბაძის განცხადებით, საქართველოში პირველად ლეღვის ნახარშით დამწვრობა 15 წლის გოგონამ მიიღო.

„15 წლის გოგონა იყო, რომელიც პირველად დაიწვა. ფსონებიც გვაქვს დადებული დამწვრობის ცენტრში, ყოველ წელს ასე გვგონია, რომ ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის ბოლო წელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევები მაინც არის“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ექიმი.

წყარო: პრაიმტაიმი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge