Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

კიბოს ვაქცინა ეფექტური და იმედისმომცემია – ნახეთ, პირველი კვლევები

April 24, 2021
კიბოს ვაქცინა ეფექტური და იმედისმომცემია – ნახეთ, პირველი კვლევები

კიბოს ახალი პერსონალიზებული ვაქცინა უსაფრთხოა და ფილტვის, შარდის ბუშტისა და სხვა ხშირად განმეორებადი სიმსივნის მქონე პაციენტებში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. პირველი ფაზის მეცნიერებმა კლინიკური კვლევის შედეგები „კიბოს კვლევის ამერიკის ასოციაციის“ ვირტუალურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

მართალია, იმუნოთერაპია კიბოს მკურნალობის რევოლუციური გზაა, თუმცა, პაციენტების უმეტესი ნაწილი ამ თერაპიით შესამჩნევ კლინიკურ პასუხს ვერ იღებს. რაც შეეხება კიბოს ვაქცინებს, ისინი ძირითადად სიმსივნის სპეციფიკურ იმ სამიზნეებს აერთიანებს, რომელთა ამოცნობისა და თავდასხმის დასწავლა იმუნურ სისტემას შეუძლია. ამის შემდეგ კი კიბო აღარ დაგემართებათ. ვაქცინა ასევე ადიუვანტს (დამხმარე) შეიცავს, რომელიც იმუნურ სისტემას მაქსიმალურ ეფექტურობამდე „წვრთნის“.

ამ კვლევაში 13-მა პაციენტმა პერსონალიზებული ვაქცინა მიიღო. 10 პაციენტს მყარი სიმსივნე ჰქონდა, ხოლო სამს – მრავლობითი მიელომა.

ვაქცინა პაციენტის სპეციფიკური სიმსივნის გენეტიკისა და ჩანასახოვანი ხაზის დნმ-ის სეკვენირებით შეიქმნა. შემდეგ, მკვლევარებმა სიმსივნეზე სპეციფიკური სამიზნეები გაშიფრეს, რითიც იწინასწარმეტყველეს, ამოიცნობდა თუ არა პაციენტის იმუნური სისტემა ვაქცინის სამიზნეებს. შემდეგი ნაბიჯი იყო OpenVax-ის კომპიუტერული სისტემის გამოყენება, რათა უფრო დაევიწროვებინათ ეს სამიზნეები და შემდეგ ყველაზე სიცოცხლისუნარიანები პერსონალიზებულ ვაქცინაში მოეთავსებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაზის კვლევა ვაქცინის უსაფრთხოების ტესტი უფრო იყო, რომელმაც მკვლევარების იმედი გაამართლა, მან გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგიერთ პაციენტში საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრი დასკვნებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ, რადგან პირველი ფაზის კვლევა ძალიან ცოტა ადამიანს მოიცავდა და, აქედან გამომდინარე, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ზოგად პოპულაციაზე დადასტურებული არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge