Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

ვის შეეხება მთავრობის მიერ იანვარში გამოცხადებული 2-კვირიანი უქმე დღეები

December 30, 2020
ვის შეეხება მთავრობის მიერ იანვარში გამოცხადებული 2-კვირიანი უქმე დღეები

ხელაღებით უქმე დღეების 2 კვირით გამოცხადება არის არასწორი და პრაქტიკაში არააღსრულებადი, – ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა.

ლიპარტელიანის თქმით, კანონი ძალიან მკაცრია, რადგან ამ დღეებში ყველა ვალდებულია დაისვენოს, რაც შეუძლებელია. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, რომ დადგენილება დაზუსტებასა და კორექტურებას საჭიროებს.

„ზოგადად უქმე დღეებს საქართველოში განსაზღვრავს შრომის კოდექსი, თუმცა, ამ ბოლო რეფორმამ, რომელიც გატარდა სექტემბრის ბოლოს, მთავრობას მისცა საშუალება, რომ დაედგინა უქმე დღეები დამატებით. პროექტზე მუშაობისას რა თქმა უნდა, არც პანდემია წარმოედგინა არავის და 2-კვირიან უქმე დღეებზე იყო საუბარი. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი ეთნიკური უმცირესობა, სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების ადამიანი ცხოვრობს და მათთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, კონკრეტული უქმე დღის დაწესება, ამ რეფორმის მიზანიც სწორედ ეს იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი იმთავითვე პრობლემური იყო დასაქმებულების უფლებების პერსპექტივიდან, რადგან ერთი მხრივ მთავრობას ენიჭება უფლება, რომ უქმე დღეები დააწესოს დამატებით, მეორეს მხრივ, დამსაქმებელს მიენიჭა უფლება, რომ ამ უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს შემდეგ ანაზღაურება.

მთავრობის მიერ იანვარში 2-კვირიანი უქმე დღეების გამოცხადების შესახებ მიღებული დადგენილება არის სავალდებულო ყველასთვის, არა აქვს მნიშვნელობა კერძო თუ საჯარო სექტორი იქნება. დადგენილოებაში არის კონკრეტული დღეები განსაზღვრული და რაიმე გამონაკლისს არ მოიცავს. ეს კი უკვე წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეუძლებელია სახელმწიფო საქმიანობდეს და არსებობდეს ისე, რომ გადაუდებელი სერვისების მიწოდება მაინც არ იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება ამ დღეებში, ითვლება თუ არა ეს ზეგანაკვეთურ მუშაობად და ა.შ.

შესაბამისად, ასე ხელაღებით უქმე დღეების 2 კვირით გამოცხადება არის არასწორი და პრაქტიკაში არააღსრულებადი. ამასთან, ბევრი სტრუქტურა ისედაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობს და გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო უქმე დღეების გამოცხადება და რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა თუნდაც მთელმა რიგმა საჯარო სამსახურებმა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ დღეებში დაკონკრეტდება ეს დადგენილება. გამოიყოფა სექტორები, სადაც დაშვებული იქნება მუშაობა.

თუ დადგენილება არ დაკორექტირდება, კანონმდებლობით ყველა ვალდებულია დაისვენოს ამ დღეებში. კანონი არის ძალიან მკაცრი. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება რომ 1-ლი იანვრიდან გაზრდილი მანდატით შრომის ინსპექციაც ამოქმედდება, რომლის აღსრულების ნაწილი ამ დადგენილების აღსრულებასაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თუ უქმე დღეებია გამოცხადებული და დამსაქმებელი ან დასაქმებული მაინც აგრძელებს მუშაობას, უნდა მოხდეს სანქცირება. სანქციის სახით არის როგორც გაფრთხილება ასევე ჯარიმა, 200 ლარიდან 1000 ლარამდე, შესაძლოა ფინანსური სანქცია გასამმაგდეს კიდეც“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge