Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მე პირველ მეუღლეშიც გამიმართლა და მეორეშიც. ანუტა თავიდანვე გავაფრთხილე, მაგარ შარში ყოფ თავს-მეთქი” – ბარამიძე

December 15, 2020
„მე პირველ მეუღლეშიც გამიმართლა და მეორეშიც. ანუტა თავიდანვე გავაფრთხილე, მაგარ შარში ყოფ თავს-მეთქი” – ბარამიძე

„მე პირველ მეუღლეშიც გამიმართლა და მეორეშიც. ნამდვილად ასეა. ანუტა თავიდანვე გავაფრთხილე, იცოდე მაგარ შარში ყოფ თავს-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ მძიმე ხასიათი მაქვს და შეიძლება, ვიღაცას ვუყვარდე, ვიღაცას – არა, ვიღაც მაქებდეს, ვიღაც ცუდს ამბობდეს. ღამე შეიძლება, სახლში ვერ დავიძინო და ქუჩაში ვიყინებოდე. წინასწარ უნდა იცოდე, რომ მეორე ნახევრისთვის ეს ჯოჯოხეთია. რატომ ვიჩქაროთ, მოდი, გამოსაცდელი პერიოდი გვქონდეს, ერთად ვიყოთ და თუ მოგვინდება, ერთმანეთს ოფიციალურადაც დავუკავშიროთ ბედი-მეთქი. ყველაფერი თავიდანვე ვუთხარი და ასე ვიყავით სამი წელი” – ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს.

“ანუტა ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს, თავისი საქმით მუშაობს, შესანიშნავი კულინარია. ისეთ შქმერულს, ლობიოსა და ხაჭაპურს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტ. ესეც მნიშვნელოვანია ფაქტორია მამაკაცისთვის. ნამდვილად არ ვფიქრობდი ამ ნაბიჯის გადადგმაზე და არ გვქონია საუბარი ოჯახის შექმნაზე. მე ძალიან მიყვარს და ადამიანურად პატივს ვცემ ჩემს პირველ მეუღლეს და ნამდვილად არავის ვუსურვებ იმ შარში ყოფნას, რომელიც მან გამოიარა. ამიტომ ვეუბნებოდი ანუტას, მაინც გაიქცევი და მოდი, ერთ ჭერქვეშაც ნუ ვიცხოვრებთ-მეთქი. მართლა ძალიან მძიმე ჩემნაირი ცხოვრების ადამიანთან ერთად ყოფნა. უნდა ითქვას, რომ ჩემი მეორე ნახევრობა ჯოჯოხეთია (იცინის). ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი საქართველოა და სანამ მას გამთლიანებულს და გზაზე დაყენებულს არ ვნახავ, მანამდე ვიბრძოლებ. ჩემთვის პირველ პლანზე ეს დგას და სხვა ყველაფერი, მათ შორის, ოჯახი, შეიძლება არასწორია, რომ ვამბობ, მაგრამ ამის შემდეგ მოდის-მეთქი. ეს ყველამ იცის ჩემ გარშემო. ანუტაც დათანხმდა ამ პირობას და თავის თავს დააბრალოს“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge