Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აღარ ვაპირებ დუმილს! შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”- რას წერს დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე?

October 14, 2026
“აღარ ვაპირებ დუმილს! შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”- რას წერს დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე?

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა ურხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ამხელს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს, რომ თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ – ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!” – მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

“საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”, – წერს ოქიტაშვილი.

დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი!
ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ!
თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.
მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.
ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?!
ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ?!ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის?!
რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას?!
იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ცნობისვის ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე.

„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია!“ – ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?!
ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.
დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც “მამუც” (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ – ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!

მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.

ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ.
მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან?!
რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები?! რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი?!
სწორი ნაქთვამია “ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო”! დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.
და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი.
საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.
რა თანხები დაიხარჯა?!
ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები?!
როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!
საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.
ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!
მე აღარ ვაპირებ დუმილს!
ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!
დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ!     პ.ს – “ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის”- წერს სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანა გადასულია რეპრესიულ რეჟიმზე, სადაც არავინ არის დაცული”- სალომე ზურაბიშვილი
  • თბილისში მანქანა დაიწვა – რა ხდება ცნობილი
  • “აღარ ვაპირებ დუმილს! შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”- რას წერს დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge