საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს.
“არავინ არ ა რის დაცული” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ფბ-ლაივში, სადაც მას მოქალაქემ ასეთი კითხვა დაუსვა: “თუ რეჟიმი გადავა ღია რეპრესიებზე და თქვენი ფიზიკური იზოლაციიის მცდელობას ექნება ადგილი, გაქვთ თუ არა დასავლელ პარტნოირებთან საგანგებო კომუნიკაციის ხაზი ან უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები?”
– წითელი ტელეფონი მაქვს სახლში და შემიძლია ნებისმიერ მომენტში ავიღო და დავურეკო ნებისმიერ ლიდერს და უთუოდ გამოაგზავნიან თვითმფრინავს. (აქ ხუმრობს)
ჩვენ ვართ ყველანი ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ეს არის ქვეყანა, რომელიც გადასულია რეპრესიულ რეჟიმზე, სადაც არავინ არ არის დაცული, რომელშიდაც ყველანი ვართ იზოლირებულნი, რადგან საზოგადოებრივი სივრცეები არის ყველასთვის დახურული. ანუ ადგილები, ს ადაც შეიძლება აზრის გაცვლა და მომავალზე ერტად საუბარი, ასეთი ადგილი ძალიან ცოტაა და დაგვიტოვეს მემგონი მხოლოდ ტროტუარი და იქაც დგომა არ შეიძლება, მაგრამ ეს არის თავისუფალი სივრცე, რაც დღეს გვაქვს.
