მაკო გომურის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აქციაზე დაშავებულთა შესახებ, მას არ ეხება.
“გეხვეწებით რამენაირად იქნებ აღარ გამომიგზავნოთ ის სქრინი, ან ინფო და აქ დავდებ. არ ვარ მე ეგ დაზარალებული (ები), ვინც სასამართლო მოიგო. ნეტა ვიყო, მარა არ ვარ. ჩემ გარდა სამასამდე დაზარალებული იყო კიდე და ახლა ვინმე სხვა იქნება. და კიდე, გადაცამებიდან ნუ დამირეკავთ რა, აზრი არ აქ, ახალს ვერაფერს გეტყვით. რაც 4 წლის წინ ხდებოდა, იგივე ხდება გარეთ. ჩემს პირადი ცხოვრება კიდე რავი, არ მგონია, მოვყვე ან ვინმეს აინტერესებდეს. 20 ივინსსმშვიდობისა. უფრო მნიშვნელოვან ამბებს დაუთმეთ დრო”, – წერს მაკო გომური.
ცნობისთვის, საიას-ს ინორმაციით, 20 ივნისს დაზარალებულისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 000 ლარისა და სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა დაეკისრა.
