სოფელ გეგუთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კაცი გუშინ გარდაიცვალა. . გია ბაბუნაშვილი კლინიკაში რვა დღე იმყოფებოდა, რომლის ნდგომარეობაც მძიმე იყო.
მანამდე, მისი ქალიშვილი, ანა-მარია მიაბარეს მიწას, ახლა სიცოცხლისთვის კაცის მეორე შვილი, თეკლა იბრძვის.
„შვილების გიჟი მამა იყავი, ვერაფრით შეეგუებოდი ანა-მარიას სიკვდილს და შენც მასთან წასვლა არჩიე, დალოცვილი დატოვეთ თეკლა, რა ქნას, ამ პატარა გოგომ როგორ უნდა აუხსნან თქვენი არ ყოფნა. ახლა მამა შენთანაა, არ შეგეშინდეს. პატარა ანგელოზო. მეცხრე დღეს, არ დაგტოვა ჩემო ანა-მარია მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა… შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი. ახლაც ისევ ისე იზრუნებს შენზე, როგორც ზრუნავდა… ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები,“ – დაწერა შოთო სიხარულიძემ.
