ახლახანს დედათა მონასტრის წევრი მონაზონი ზოილე (ჯიქია) გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სამძიმარი ◾️
♰ გარდაიცვალა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, კორცხელის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის, დედათა მონასტრის წევრი მონაზონი ზოილე (ჯიქია).
♰ მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ზოილე (ჯიქიას) გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მონასტრის წევრებს.
🕯 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
🕯 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადგარდაცვალებული მონაზონი ზოილე (ჯიქია).
🕯დაკრძალვა ხუთშაბათს (22 ივნისს) 14:00-საათზე.
🕯გამოსვენება კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრიდან” – ნათქვამია განცხადებაში.
