ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელიც თბილისის მერს, კახა კალაძის „მაკდონადსთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხება.
„არასდროს მეცინებოდა კალაძის ნიფხვიან ფოტოებზე და არც კომპრომატად ვთვლიდი. უკიდურესად მდაბიო იყო ჩემთვის ამ თემაზე ნათქვამი ყველა ხუმრობა და სტატუსი. მაგრამ ფარისევლობას აქვს საზღვარი. ტრუსების რეკლამაში იყო კაცი და გარყვნილ ბიგმაკებს უცხადებს ბრძოლას.
7 ნოემბერს რომ შემოვარდნენ – აპრავებდა.
სანდრო გირგვლიანს – აპრავებდა. მერე რაღაც არ აუშენეს და ოპოზიციაში გადავიდა. ოკ. ბევრს ეგონა, რომ შტერია. შტერი კი არაა ნაძირალაა და ეგ შტერობასაც არ გამორიცხავს. აბა ეგ როგორ უნდა ექნა საკუთარი თავისთვის? ნაცვლად იმისა, რომ ხალხის სიყვარული შეერგო, კორუფციისა და სიბნელის სიმბოლოდ იქცა. ვისღა ახსოვს მისი თამაშები. ჩაწყობილი ტენდერებით იგუგლება.
ჯერ მარტო ის არ ამომდის თავიდან როგორ მოექცა მის მეგობარს, შევჩენკოს და როგორ მოექცა უკრაინას. ქვეყანას, რომელიც მეორე სამშობლო უნდა ყოფილიყო მისთვის“, – წერს ის.
შეგახსენებთ, კალაძის კომენტარს „მაკდონალდსთან“ მიმართებით: „როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ – მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“.
„ჰეფი მილს“ თან ახლდა ბროშურა, რომელზეც ლეგენდარული მუსუკოსის, ელტონ ჯონის სიყვარულის ისტორია იყო მოთხრობილი, რაც საზოგადოების ნაწილმა და, მათ შორის ხელისუფლებამ, ლგბტქ+ პროპაგანდად აღიქვა. კალაძის კომენტარიც ამას მოჰყვა.