კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა და ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ არის დაკლებული რაც ზღვაში მტკნარი წყლის შესვლით იხსნება. რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით, შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი. საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა.
„საქართველოში მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებელმა ნინო ჩხობაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ არის, რადგან დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება. როგორც ჩხობაძე განმარტავს, საქართველოს ტერიტორიამდე კაშხლის აფეთქების გავლენამ, შესაძლოა, 5-6-თვიან პერიოდში მოაღწიოს, თუმცა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.
ზოგადად შავ ზღვაზე საფრთხე არსებობს, ექვსივე ქვეყანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა, მაგრამ ამ სეზონზე ჩვენ რამდენადაც ვხვდებით დარტყმის ქვეშ არ ვართ, ვინაიდან დინება მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ჩვენთან არის ყველაზე მეტად სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე და ამაზე მეტყველებს თევზჭერაც. იცით, რომ თევზი ბინადრობს მხოლოდ სუფთა გარემოში და ამ ეტაპზე თევზი შემოდის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი გვემუქრება. ექვსივე ქვეყანას შეეხება გარკვეულწილად და მე რომ მკითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბუქარესტის კომისიის შეკრება, არსებობს შავი ზღვის დაცვის კონვენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, რა კონკრეტული დავალებები უნდა მიეცეს ქვეყნებს და როგორ უნდა ვიმუშაოთ. საქართველოს მხრიდან ახლაც შესაძლებელია გააქტიურდეს მონიტორინგი, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო აწარმოებს. გაძლიერებულად უნდა მუშაობდნენ და მოსახლეობას უნდა ვაცნობდეთ ინფორმაციას, თუნდაც იმისთვის, რომ პანიკა, რომელიც შექმნილია სოციალურ ქსელებში, ჩავაქროთ. ჩვენ სპეციალისტებმა თავიდანვე ვიცოდით, რომ ნაკადი წავიდოდა ოდესისკენ და არა ჩვენკენ და ეს დადასტურდა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ. ამიტომ სანამ რამეს ამ საფრთხეებზე ვიტყვით, კარგად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რას ვამბობთ. მწვანე მასა გამოჩნდა, ანუ რაც მოგლიჯა წავიდა ოდესისკენ და ოდესასაც იმედი აქვს, რომ ძალიან მალე წავა ის რუმინეთისკენ. მტკნარი წყლის მარაგი დიდი რაოდენობით შევიდა და დაეცა მარილიანობა, თუმცა ეს ისევ და ისევ იმ სანაპიროს მხარეს, ჩრდილოეთისკენ. ზღვის ნაკადი განსხვავებულად მოძრაობს, ჩვენ ვიცოდით რომ ნაკადი თურქეთიდან მოდის და ჩვენგან მიდის სოჭისკენ. ზაფხულის პერიოდში ასეა, სანამ ჩვენამდე მოვა, წრეს სანამ დაარტყამს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბალანსირებას დაიწყება შავ ზღვაზე, მაგრამ ახლა მოგვეცა სპეციალისტებს საშუალება, რომ აქტიური დაკვირვება ვაწარმოოთ. შავი ზღვის მარილიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ გავრცელდეს, ამას აქვს მნიშვნელობა. მტკნარი წყლის ნაკადები შედიოდა ზღვაში, დნეპრიც თავის დროზე შედის ზღავში, უბრალოდ ახლა ერთბაშად მოხდა და ბალანსირებას ზღვა მოახდენს, თუმცა ამას დაკვირვება სჭირდება. საშუალოდ 5-6-თვიანი პერიოდია საჭირო რომ დინება ჩვენკენ წამოვიდეს, თუ იქამდე მოაღწია საერთოდ. შავი ზღვის ეკოსისტემა იმდენად ძლიერია, ის ერევა იმ ნარჩენებს, რასაც ჩვენ თვითონ ვყრით მდინარეებში. ამ დროისთვის გლობალური მონაცემები არ არსებობს, ამ ეტაპზე დაიწყეს შეგროვება, ახლაც იყო ტრაპზონში შეხვედრა, სადაც იყვნენ უკრაინიდანაც, რუმინეთიდანაც, ყველამ იცის რომ ეს ტალღა ამ მოძრაობით ივლიდა, საუბარია მხოლოდ მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაზე.“ – განმარტავს ნინო ჩხობაძე.
წყარო: bm.ge