Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დეკრეტული შვებულების თანხას ყადაღა არ დაედება – პარლამენტი კანონში ცვლილებას განიხილავს

September 14, 2026
დეკრეტული შვებულების თანხას ყადაღა არ დაედება – პარლამენტი კანონში ცვლილებას განიხილავს

სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ დეკრეტული შვებულების თანხას ყადაღა არ დაედება, იმ შემთხვევაში თუ ორსული სასესხო დავალიანებაზე ვერ იხდის და მისი საქმე უკვე აღსრულებაშია გადაცემული, – კანონში შესატან აღნიშნულ ცვლილებაზე დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.

კერძოდ, როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.

შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.

როგორც კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა რატი იონათამაშვილმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას.

მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.

ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით – უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, სულიერ განვითარებას…” – რას ამბობს შიო III
  • “გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს…” – რას ამბობს გია ვოლსკი
  • საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge