Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგანგაშოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს თვალ-პირის ამოკერვა უწევს, რათა სახელმწიფომ, ქვეყანამ, ხალხმა მის გაუსაძლის ყოფას ყურადღება მიაქციოს – დათო გორგილაძე

June 19, 2023
საგანგაშოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს თვალ-პირის ამოკერვა უწევს, რათა სახელმწიფომ, ქვეყანამ, ხალხმა მის გაუსაძლის ყოფას ყურადღება მიაქციოს – დათო გორგილაძე

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს გამოეხმაურა.

„რა სევდიანია, რომ მაშინ ვახელთ თვალს, როცა სხვა თავისას ამოიკერავს.
რა დასანანია, რომ ხმასაც მაშინ ვიღებთ, როცა სხვა პირს იხშობს.
რა საგანგაშოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს თვალ-პირის ამოკერვა უწევს, რათა სახელმწიფომ, ქვეყანამ, ხალხმა (ყველამ და ყველაფერმა, რასაც სამშობლოს უწოდებს) მის გაუსაძლის ყოფას ყურადღება მიაქციოს.
და, ამასობაში, ჩვენ ყველანი შუბლზეძარღგაწყვეტილი, პოპულისტი ადამიანების ბრძოლას ვუყურებთ არარსებული, გამოგონილი მტრის წინააღმდეგ.
ვუყურებთ და ვსეირობთ.
სოლიდარობა, გამძლეობა და მხნეობა ჭიათურელ მაღაროელებს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, 10 დღეზე მეტია, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაფიცულები არიან.

რამდენიმე მაღაროელი პროტესტის უმძაფრეს ფორმას მიმართა.

ერთ-ერთმა მათგანმა თვალები ამოიკერა.

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – აღნიშნა პროტესტანმა ვიდეოში, რომელიც „მაღაროელმა“ გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

მაღაროელები ხელფასების 40%-ით მომატებას ითხოვენ, კომპანია კი ამაზე თანახმა არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge