2020 წლის 18-19 ივნისის ღამით, ახალგაზრდებს შორის მეგობრის დაბადების დღეზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.
ამის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დააკავეს კონფლიქტის მონაწილე ახალგაზრდები.
რამდენიმეთვიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამ სრულწლოვან ბრალდებულს – 16-16 წლიანი პატიმრობა.