თამარ ჩერგოლეიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, გუშუნდელ მონოლოგს გამოეხმაურა ელჩების შესახებ:
„სააკაშვილი დასავლეთისთვის კეთროვანი რომ გახდა, ეს მხოლოდ სააკაშვილის ბრალია და რამდენი ტანტრუმიც არ უნდა მოუწყოს გვარამიამ დეგნანს, ამას ვერ შეცვლის – მხოლოდ დემონსტრირებას მოახდენს. რაც ნაკლებად გადავა დისკუსია სააკაშვილზე და მეტად კონცენტრირებული იქნება რიგგარეშე არჩევნებზე, მით უკეთესი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის და უარესი – ბიძინა ივანიშვილისთვის” – წერს ჩერგოლეიშვილი.